სემინარები

In vitro კულტურის როლი მცენარეთა გაჯანსაღებაში - ბიოლოგიის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი ნანა ზარნაძე. 6.07.18. 12:00

მცენარეთა გაჯანსაღება და დაცვა ერთ-ერთი აქტუალური პრობლემაა,  როგორც სოფლის მეურნეობისათვის, ისევე ზოგადად ბიოლოგიური დისციპლინებისათვის, ეკოლოგიისა და ყველა იმ სფეროსათვის, სადაც კი მცენარესთან გვაქვს საქმე. ბევრი სასარგებლო,  სამკურნალ-წამლო, დეკორატიული და სასოფლო-სამეურნეო მნიშვნელობის მცენარეები ბუნებაში დასნებოვნებულია სხვადასხვა ვირუსული ბაქტერიული თუ სოკოვანი დაავადებით, რასაც უდავოდ მივყავართ მოსავლიანობის შემცირებასთან ან მოსავალის და პროდუქციის ხარისხის დაქვეითებისაკენ. მცენარეთა მიკროკლონური გამრავლება, რომელიც ხორციელდება სტერილური ექსპლანტების გამოყენებით კულტურაში იწვევს მცენარეთა გაჯანსაღებას ბაქტერიული და სოკოვანი დაავადებებისაგან, მეთოდებით. მცენარეების ვირუსებისგან გათავისუფლების  ტრადიციული მეთოდებისგან ფუნდამენტურად განსხვავდება აპიკალური მერისტემის კულტურის მეთოდი, რადგან ჯანსაღი მცენარე-რეგენერანტების კულტივირებისას  სტერილურ პირობებში ხელახალი ინფექციის რისკი და საშიშროება გამორიცხულია ვირუსისაგან თავისუფალი მცენარეთა  წარმოების ტექნოლოგია  მოიცავს  მცენარეული მასალის დამუშავებას ვირუსის ინჰიბიტორებითა და მცენარეთა ზრდის სტიმულატორებით in vitro კულტურაში.    

შედეგად სტერილური კულტურა საშუალებას იძლევა მივიღოთ:

1. ძალიან დიდი რაოდენობის (მილიონამდე) გენეტიკურად ერთგვაროვანი სარგავი მასალის მიღების შესაძლებლობა;

2. ჩვეულებრივი წესით ძნელად გასამრავლებელი მცენარეების გამრავლება;

4. მცენარის ძვირფასი კლონის სწრაფი გამრავლების შესაძლებლობა;

5. ლაბორატორიულ პირობებში მთელი წლის განმავლობაში მუშაობის ჩატარება და გარკვეული ვადისათვის მცენარეთა ნერგების გამოშვების დაგეგმვა;

6. იუვენილური ფაზიდან გამოსვლის გარეშე მცენარეთა გამ-რავლების შესაძლებლობა;

7. სადედე მცენარეების და კალმების გასამრავლებელი ფართობების, მათ შორის სასათბურე ფართობების ეკონომია;

8. სინჯარული მცენრეების ხანგრძლივი შენახვის შესაძლებლობა და ძვირფასი, იშვიათი და გადაშენების პირას მისული მცენარეების „ბანკის“ შექმნა;

9. მცენარეული მასალის (სინჯარული მცენარეების სახით) გაცვლა საერთაშორისო მასშტაბით საკარანტინო მავნებლებისა და დაავადებების შემოტანის რისკის გარეშე;

10. მცენარეთა ტრანსპორტირების მოხერხებულობა.

კლონური მიკროგამრავლების აუცილებელ პირობას წარმოადგენს, მეთოდის ყველა ეტაპზე – ექსპლანტატიდან მინდორში მცენარემდე, გენეტიკური სტაბილურობის უნარის მქონე ობიექტების გამოყენება.

ამ პირობას ყველაზე მეტად აკმაყოფილებს აპიკალური მერისტემა და ღეროს იღლიური კვირტები. ისინი მუდამ იმყოფებიან ემბრიონალურად აქტიურ მდგომარეობაში. მათ ახასიათებთ გენეტიკური ცვალებადობისადმი მაღალი მდგრადობა, რაც ალბათ დნმ-ს რეპარაციული სისტემის მაღალი აქტივობისა და შეცვლილი უჯრედების ნეგატიური სელექციის შედეგია.

  პრეზენტაცია

უკან

პოპულარული სიახლეები

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა