სემინარები

მეცნიერების ფილოსოფია ფილოსოფიის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი ვარდო ბერიძე. 09.07.2018

სახელმძღვანელო - მეცნიერების ფილოსოფია - წარმოადგენს მეცნიერების ფილოსოფიის პრობლემების შესახებ არსებული სამეცნიერო ლიტერატურის  გადამუშავებული და შეჯერებული   სალექციო კურსის ძირითად ნაწილს, რომელსაც მისი ავტორ-შემდგენელი ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის  ფილოსოფიის მიმართულებაზე კითხულობს.

სალექციო კურსის ძირითადი საკითხებია: მეცნიერების დეფინიცია და მისი განვითარების კანონზომიერება, მეცნიერული ცოდნის მახასიათებლებისა და თანამედროვე მეცნიერების თავისებურების ანალიზი, მეცნიერების მიმართებითი ანალიზი ფილოსოფიასთან, ხელოვნებასთან, მორალთან, ტექნიკასთან, მეცნიერული კვლევის, მეცნიერული მეთოდის, მეცნიერული თეორიის, მეცნიერების კლასიფიკაციის ანალიზი, ასევე მეცნიერების ფილოსოფიის ისტორიკოსების შეხედულებები მეცნიერების ევოლუციური და რევოლუციური თეორიების განვითარების შესახებ.

სალექციო თემატიკას თან ერთვის ჯგუფში მუშაობის საკითხები (ამონარიდები ქართველი და უცხოელი მკვლევრების შესაბამისი ნაშრომებიდან), მასალა განსჯისათვის, კითხვები ჯგუფში მუშაობისთვის, თემები რეფერატისა და პრეზენტაციისთვის, მეცნიერების ფილოსოფიის ძირითადი ცნებებისა და ტერმინების განმარტებანი, სამეცნიერო თემატიკის შესახებ არსებული ძირითადი და დამხმარე სამეცნიერო ლიტერატურა და ინტერნეტ - წიგნები და ჟურნალები და ა. შ.

სახელმძღვანელო განკუთვნილია ფილოსოფიის მიმართულების სტუდენტებისა და მეცნიერების ფილოსოფიის პრობლემებით დაინტერესებული მკითხველისთვის.

  პრეზენტაცია

უკან

პოპულარული სიახლეები

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა