აჭარაში შემორჩენილი ხის მეჩეთები ქართული ხალხური ხითხუროობის უნიკალური ძეგლებია. ხის ჯამეებმა გასული საუკუნიდან მიიქცია ქართველ მკვლევართა ყურადღება, თუმცა მათ შესწავლაში გაწეული წვლილის მიუხედავად, მათი მხატვრულ-არქიტექტურული თავისებურებები ჯერ კიდევ არ გამხდარა საგანგებო კვლევის საგანი. აჭარაში შემორენილი მეჩეთების უმრავლესობა ხისაა, ქვის შენობები ცოტაა და მათი ძირითადი ნაწილი ბარის ზონაში გვხვდება. გასული საუკუნის დასასრულიდან ინტენსიურად მიმდინარეობს ამ საკულტო ნიმუშების განახლება. საბედნიეროდ მოგვეპოვება ისეთი ძეგლები, რომლებიც მეტ-ნალკებად ინარჩუნებენ ავთენტურობას და ქართული საკულტო არქიტექტურისა და ხითხუროობის მაღალმხატვრულ ნიმუშებს განეკუთვნებიან. ხის ჯამეების გარეგნული სტრუქტურა, შიდა სივრცის გადაწყვეტა საცხოვრებელი სახლების მხატვრულ-კონსტრუქციულ თავისებურებებს ავლენს. მათ შესწავლას დიდი მნისვნელობა აქვს ქრონოლოგიის, არქიტექტურული, კონსტრუქციული, მხატვრულ-დეკორატიული თავისებურებების გამოვლენის, ეროვნული და ისლამური ტრადიციების ურთიერთმიმართების საკითხების წარმოჩენის თვალსაზრისით.
უკან |