სტატია ეხება დეიქსისის პრობლემას, კერძოდ ბუნდოვანი დეიქსისის პრობლემას, რომელიც შესაძლოა ხელისშემშლელი ფაქტორი აღმოჩნდეს გამონათქვამის ინტერპრეტაციისას. დეიქსური ინფორმაციის მნიშვნელობა გამონათქვამთა ინტერპრეტაციისათვის შესაძლოა ყველაზე კარგად მაშინ წარმოჩინდეს, როცა ასეთი ინფორმაცია არ მოიძებნება.
დეიქსისის მიგნება და კვლევა შეგვიძლია მხატვრულ ტექსტებშიც/ნარატივში, რომლებიც ასევე აჩვენებენ თუ რა სიხშირით და რა ფორმითაა წარმოდგენილი მათში დეიქსისი, დეიქსისის რომელ ტიპს მიუთითებს არსებული წინადადება და რომელი კატეგორიითა ის გადმოცემული: ლექსიკური თუ გრამატიკული. მაგალითად ვნახოთ ფრაზები: Once upon a time, many years ago, long ago, in the old/olden days, this/that year, one time, one day. იგივე ქართული შესატყვისები: „დიდი ხნის წინ, ოდესღაც, იყო და არა იყო რა“. მხატვრულ სამყაროში, სადაც მსგავს ფრაზებს ვხვდებით, ამბები სადღაც, რომელიღაც სივრცეში ხდება, მაგრამ როდის ზუსტად ეს ჩვენთვის უცნობია, რადგან არ მოგვეპოვება ათვლის წერტილი, რაც ადამიანს სამყაროში, მის ირგვლივ ორიენტაციისთვის სჭირდება.
მკითხველი ეცნობა მსგავს ლიტერატურას, უმკლავდება ამ გაურკვევლობებით სავსე სამყაროს, სადაც ეს ამბები და მათში მოთხრობილ პერსონაჟთა ცხოვრება ისე იწყება და მთავრდება, რომ ჩვენთვის უცნობია რომელ კონკრეტულ დროსა თუ ადგილზეა საუბარი. ყოველივე ეს კი დეიქსისის თვალსაზრისით ბუნდოვანების კატეგორიას მიეკუთვნება, ანუ ზემოთ მოცემული მაგალითები ბუნდოვანი დეიქსისის მაგალითებად უნდა ჩაითვალოს, რომლებიც თითქოსდა დროის აღმნიშვნელ სიტყვებს წარმოადგენენ, თუმცა არცერთი მიუთითებს ზუსტ განსაზღვრულ დროს.
უნდა აღვნიშნოთ, რომ კონტექსტს უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება იმისათვის, რომ მოხდეს გამონათქვამის სწორი ინტერპრეტაცია. სწორედ გამონათქვამის ელემენტებს ითვისებს დეიქსისი და შემდეგ მათ ინტერპრეტაციის დროს მითითებისათვის იყენებს.
პრეზენტაციაუკან |