სემინარები

პოლიტიკა და დემოკრატიული რეჟიმი - ფილოსოფიის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი ლალი ანთიძე. 9.07.2018 წელი 14:00

პოლიტიკის ცნება, ისევე როგორც დემოკრატიის ცნება, თუ მას ფილოსოფიურ კონტექსტში განვიხილავთ, საკმაოდ ფართო შინაარსის მატარებელია. ხშირად დემოკრატიული ღირებულებები და მისი ფორმირების პროცესი შესაძლებელია გაუცნობიერებლადაც კი მიმდინარეობდეს ამა თუ იმ საზოგადოებაში. თუმცა ის პრობლემის მრავალმხრივ ანალიზს და სისტემურ მიდგომას საჭიროებს. ეს მით უფრო ასეა, თუ გავითვალისწინებთ იმ გარემოებას, რომ დემოკრატია ბოლოვადი პროდუქტი არ არის, ის პერმანენტული და მუდმივად განახლებადი პროცესია. ამ პროცესის განხორციელება თავად არის გარკვეული პოლიტიკა. ერთი მხრივ გაცნობიერებული ცვლილებების აუცილებლობა და მეორე მხრივ სოციალურ-კულტურულ და ფსიქოლოგიურ მზადყოფნას შორის წინააღმდეგობა ნებისმიერ კულტურულ პროცესს ახასიათებს. ამიტომ მსგავს საკითხებზე ღია თეორიული დისკურსი საინტერესო უნდა იყოს ჩვენი სოციუმისათვის.

გულუბრყვილობა იქნება იმის მტკიცება, რომ მხოლოდ საკანონმდებლო ცვლილებებით  ან საერთაშორისო დეკლარაციების მიღებით შესაძლებელი გახდება დემოკრატიული საზოგადოების ფორმირება თავად ამ საზოგადოების მზაობის გარეშე. იმ პირობებში, როცა თანამედროვე ქართულ რეალობაში  პოლიტიკისა და პოლიტიკოსის ცნებებმა დევალვაცია განიცადა, როგორც არასდროს, მნიშვნელოვანია საზოგადოების ფართო მასების ჩართვა პოლიტიკაში მიმდინარე პროცესებში მისი გამჭვირვალობისა და საიმედოობის გარანტისათვის.

რელევანტური იქნება საზოგადოების ინფორმირება, ღია და საჯარო დიალოგები ისეთი თემების გარშემო, როგორიცაა:

·         სახელმწიფოს ტერიტორიული მოწყობა

·         მმართველობის ფორმები

·         კარგი მართვის პრინციპები

·         ზნე-ჩვეულებებისა და ტრადიციების გავლენა დემოკრატიული ღირებულებების ფორმირებაზე საქართველოში.

ეს არის სოციალური ურთიერთობების ის მხარეები, რომლებიც განსაკუთრებული მგრძნობელობით გამოირჩევა ღირებულებათა სისტემის რყევისადმი და ამავდროულად ტრადიციული ურთიერთობების ბირთვს წარმოადგენს. ამიტომ აღნიშნული საკითხების მეცნიერული ანალიზი შესაძლოა საკითხების წმინდა თეორიული სპეკულაციებიდან პრაგმატულ-ემპირიულ ჭრილში გადაიტანის წინაპირობა გახდეს.

  პრეზენტაცია

უკან

პოპულარული სიახლეები

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა