ნაშრომში წარმოდგენილია XIX ს-ის ბოლოსა და XXს-ის I ნახევრის ქართული ხელოვნების განვითარების ზოგადი სურათი.
XX ს-ის დასაწყისში ქართულ ხელოვნებაში მეტად მრავალფეროვანი და საინტერესო სურათი იქმნება. თბილისში იმდროისათვის აკადემიურ მხატვრობასთან ერთად თანაარსებობდა ევროპული ავანგარდის თითქმის ყველა ძირითადი მიმდინარეობა. თუმცა, 1930-იანი წლებიდან ანექსირებული საქართველოს კულტურამ ერთიანი საბჭოური კულტურულ-ესთეტიკური სივრცის შექმნის მიზნით მეხსიერებიდან სრულიად ამოშალა XXს-ის დასაწყისის სახელოვნებო ცხოვრება.
XX ს-ის 50-იანი წლებიდან კი ქართულ ხელოვნებაში ცვლილებები შეინიშნება. ახალგაზრდა შემოქმედნი ახერხებენ დასავლეთში მიმდინარე მხატვრული მოვლენების არამარტო გაცნობას, არამედ შესწავლა-შეთვისებას, განსაკუთრებით იმპრესიონიზმით დაინტერესებას. თუმცა, 60-იანი წლებიდან უკვე შეინიშნება ამ ღირებულებების კრიტიკული გააზრება.
თემაში ასევე განხილულია სწავლების ის მეთოდები, როცა შემოქმედებითი პროცესი ემყარება როგორც სამხატვრო აკადემიაში მიღებულ ე.წ. ჩისტიაკოვის მეთოდს, ასევე ევროპულ ხელოვნებაში მიმდინარე მხატვრულ მოვლენებს.
პრეზენტაციაუკან |