სემინარები

"სოფლად ტურიზმის განვითარების პერსპექტივები აჭარაში"- ტურიზმის ფაკულტეტის ასისტენტ-პროფესორი ცირა ცეცხლაძე -- 06.07. 2018 12:00 საერთო საცხოვრებელი, ოთახი #5

ტურიზმი  გვევლინება,  როგორც  დარგთაშორისი  კომპლექსი,  რის  გამოც  იგი  ქვეყნის ეკონომიკაში ერთდროულად ორმაგ (როგორც საწარმოო, ისე არასაწარმოო)  ფუნქციას  ასრულებს.  აღნიშნულის  გამო,  ტურიზმს  მაღალი  მულტიპლიკატური  ეფექტი  ახასიათებს.  მას შეუძლია  ქვეყნის  სხვადასხვა  რეგიონების  ეკონომიკური  განვითარების  დონეთა  გამოთანაბრება.  ტურიზმის  განვითარება  გარკვეულწილად  სტიმულატორის  (კატალიზატორის)  როლს  ასრულებს.  ამიტომ  ამ  დარგს,  ეკონომიკის  სხვა  დარგებთან  შედარებით,  მნიშვნელოვანი  დადებითი  სოციალურ-ეკონომიკური შედეგების მოტანა შეუძლია.

        სწორედ  ამიტომ,  ბოლო  წლებში  ტურიზმისადმი  ინტერესი  მსოფლიო მასშტაბით განუწყვეტლივ იზრდება. ტურიზმმა  ჩვენს  ქვეყანაში  თავისი  ღირსეული,  პრიორიტეტული  ადგილი  უნდა დაიკავოს. ამის საფუძველს იძლევა ის მთავარი ფაქტორი, რომ საქართველოს  უნიკალური  რესურსული  პოტენციალი  გააჩნია  ტურიზმის  თითქმის  ყველა  მიმართულებით,  რომელთაგან  ჩემი  კვლევიდან  გამომდინარე  გამოვყოფ  სოფლად ტურიზმს და განვიხილავ მისი განვითარების შესაძლებლობებს აჭარაში.

         სოფლად ტურიზმი და მისი სამომავლო პოტენციალი საქართველოში და კერძოდ აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში გვესახება ერთ-ერთ  პერსპექტიულ მიმართულებად. რესურსული პოტენციალი და რეგიონში არსებული სოციალურ-ეკონომიკური და კულტურული ფაქტორები გვესახება აუცილებელ ფაქტორთა ერთობლიობათ, იმისათვის რომ სოფლად ტურიზმმა შეასრულოს თავისი მისია რეგიონის ეკონომიკურ-სოციალური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად. 

  პრეზენტაცია

უკან

პოპულარული სიახლეები

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა