სემინარები

„ტყის როლი ეკოლოგიური პრობლემების გადაჭრის საკითხებში“ აგროეკოლოგიისა და სატყეო საქმის დეპარტამენტის ასისტენტ პროფესორი ლამზირა გორგილაძე. 10 ივლისი 2018 წელი. 34-ე აუდიტორია.

საქართველოს ერთ-ერთ სიმდიდრესა და სიკეთეს ქართული ტყე წარმოადგენს. გეოგრაფიული და ნიადაგობრივ–კლიმატური პირობებიდან გამომდინარე, იგი თავისი ფლორისა და ფაუნის ბიომრავალფეროვნებით უნიკალური ფენომენია.

ტყე საქართველოში წარმოადგენს ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ბუნებრივ რესურს.   ქვეყნის   ტერიტორიის 40%  უკავია ტყეებს, მათი 97%   დიდი და მცირე      კავკასიონის   მთების  ფერდობებზეა განლაგებული, ხოლო 3%განეკუთვნება ბარის ტყეებს, რომლებიც განლაგებულნი არიან კოლხეთის დაბლობზე (2%) და მდინარეების მტკვრის, ალაზნის და ივრის ჭალებში (1%). ტყეები უდიდეს როლს ასრულებენ ქვეყნის ეკონომიკაში, ამავდროულად მათ გააჩნიათ  უმნიშვნელოვანესი  როლი  გარემოსდაცვით,  კლიმატის  და წყლის რეგულირების   საკითხებში.  ზემოთ       აღნიშნულის  გამო  საჭიროა ტყეების მეცნიერულად  დასაბუთებული რაციონალური მართვა, რომელიც მიმართული იქნება    ტყის   რესურსებით    მრავალმიზნობრივი   მდგრადი  სარგებლობისა, რესურსების  აღწარმოების  და  ტყეების  დაცვითი  ფუნქციების  გაძლიერებისაკენ.

  პრეზენტაცია

უკან

პოპულარული სიახლეები

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა