ნიკოლოზ ბარათაშვილის შემოქმედება საუკუნე-ნახევარზე მეტია ქართველი და არამარტი ქართველი მკითხეველის ყურადღების ცენტრშია. მიუხედავად ამისა, მოცულობით საკმაოდ მცირე ლიტერატურული მემკვიდრეობა პოეტისა, ლიტერატურისმცოდნეებს შესაძლებლობას აძლევს ჩაუღრმავდნენ საინტერესო დატალებს, რომლებიც კიდევ უფრო ნათელს გახდის ნ. ბარათაშვილის როლსა და მნიშვნელობას ქართული მხატვრული ლიტერატურის განვითარებაში. საყოველთაოდ ცნობილია, რომ ილია ჭავჭავაძე ნიკოლოზ ბარათაშვილის შემოქმედებასა და საერთოდ მის ფენომენს, განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობდა, არც აკაკი წერეთელი იყო გულგრილი მის მიმართ, მაგრამ ლიტერატურის ისტორიაში გაცილებით ბევრს საუბრობენ ილია ჭავჭავაძის ნიკოლოზ ბარათაშვილთან სიახლოვეზე, ვიდრე აკაკი წერეთლის დამოკიდებულებაზე იმავე პოეტთან. ჩვენს სემინარში გვექნება საუბარი აკაკი წერეთლის მიმართებაზე ნიკოლოზ ბარათაშვილის ლირიკასთან. კერძოდ, ნიკილოზ ბარათაშვილის ორი ლექსის „ხმა იდუმალი“ და „საღამო გამოსალმებისა“-ს გამოძახილზე აკაკის ლექსებში. ასევე გამოვთქვამთ მოსაზრებას ნ. ბარათაშვილის ლექსის-„ ვპოვე ტაძარი“ ინტერპრეტაციისათვის.
პრეზენტაციაუკან |