სემინარები

პოლონელები საქართველოში- ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოლოგიის დეპარტამენტის პროფესორი კახაბერ სურგულაძე. 6.07.2018 11:00 აუდიტორია #3

წინამდებარე მოხსენება ითვალისწინებს საქართველოში პოლონელების და ზოგადად პოლონეთ-საქართველოს ურთიერთობების ისტორიის წარმოჩენას ისტორიული და კულტურის მეხსიერების ჭრილში. თემის ქრონოლოგიური ჩარჩოა XVIII-XX  ს-ბი.

ევროპული თანამეგობრობისკენ საქართველოს სწრაფვა დღის წესრიგში აყენებს ეროვნული უმცირესობების ისტორიის ახლებურ გააზრებას, რაც თემის აქტუალობის წინაპირობაა.

მოხსენებაში შენიშნულია, რომ პოლონელების დასახლება საქართველოში იწყება XVIII საუკუნის მიწურულიდან. ამ პროცესმა უფრო ინტენსიური სახე XIX საუკუნეში მიიღო, მას შემდეგ, რაც ორივე ერი რუსეთის იმპერიის დაქვემდებარებაში აღმოჩნდნენ. ავტორი მიმოიხილავს საქართველოში პოლონელების დასახლებების ისტორიას, მათ როლს ცარიზმის და საბჭოთა პერიოდის კავკასიის ადმინისტრაციულ სისტემაში, საუბარია რეპრესიებზე, ყურადღება გამახვილებულია კულტურულ საქმიანოდაზე და თემის ბოლო აკორდია საქართველოში მოქმედი პოლონური ორგანიზაცია „პოლონიას“ კულტურულ-საგანმანათლებლო საქმიანობის წარმოჩენა.

  პრეზენტაცია

უკან

პოპულარული სიახლეები

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა