მსოფლიო ეკონომიკური განვითარების ისტორიამ აჩვენა, რომ ნებისმიერი ქვეყნის ეკონომიკური პროგრესი, დიდათაა დამოკიდებული მცირე მეწარმეობაზე. ეკონომიკის მოცემული სეგმენტის ნორმალურად ფუნქციონირება, არის იმის მტკიცე საფუძველი, რომ სახელმწიფოს სოციალურ-ეკონომიკური განვითარება აღმავალი გზით მიდის.
საქართველოში მცირე ბიზნესის კომპლექსური სოციოლოგიური შესწავლა დღემდე არ წარმოებულა, ის მხოლოდ ფრაგმენტულად არის გაანალიზებული. მეცნიერულ კვლევებში მცირე ბიზნესში არსებული მდგომარეობა უმთავრესად ეკონომიკური პარამეტრებით არის შეფასებული, ჩვენ კი ყურადღება გავამახვილეთ გამოკითხვის შედეგად მიღებული ემპირიული მასალის სოციოლოგიურ ინტერპრეტაციაზე.
ქ. ბათუმში მცირე ბიზნესის მქონე პირთა სოციოლოგიური გამოკითხვის შედეგებმა ნათლად და ცხადად წარმოაჩინეს ის პრობლემები, რომლებიც თან ახლავს მცირე ბიზნესის განვითარებას ქ. ბათუმში.
აღნიშნული სოციოლოგიური კვლევის შედეგები წარმოადგენს იმ კონკრეტულ სამეცნიერო მოცემულობას, რომლებზეც დაყრდნობით სახელისუფლებო და სხვა დაინტერესებულ სტრუქტურებს შეუძლიათ მეტი წარმატებით განახორციელონ სხვადასხვა სახის სოციალ-ეკონომიკური ხასიათის ღონისძიება მცირე ბიზნესის ხელშეწყობისა და განვითარებისათვის.
პრეზენტაციაუკან |