სემინარები

ცნება-ტერმინის „ენა“ ინტერპრეტაციისათვის - ქართული ფილოლოგიის დეპარტამენტის პროფესორი ნოდარ ჭყონია , 13 ივლისი 13:00 -ზე, მესამე კორპუსი 409 ოთახი

მსოფლიოში მრავალი ენა არსებობს. ამ მრავალთა შორის არის ენები, რომლებშიც ცნება-ტერმინი „ენა“ როგორც ანატომიური თვალსაზრისით (პირის ღრუში მოთავსებული ორგანო...), ასევე სოციალური თვალსაზრისითაც (ადამიანთა ურთიერთობისა და აზრის გამოხატვის საშუალება...) გადმოიცემა ერთი და იმავე ბგერითი შედგენილობით: ქართულ, თურქულ და სხვ. ენებში - სამი ასო-ბგერით (შესაბამისად: ენა, dil), სლავურ ენებში - ოთხი ასოთი (რუს. язык, უკრაინ. язик,  ბულგ. език და ა. შ.); ხოლო გერმანულ, ინგლისურ, ლიტვურ და სხვა ენებში ორ-ორი ფორმა გვაქვს ცნება-ტერმინისა „ენა“: ბიოლოგიურად (გერმ. Zunge,  ინგლ. tongue,  ლიტვ. kalba),  სოციალურად - (შესაბამისად: Sprache, language, liežuvis)  და ა. შ.

ენა1 (ანატომიურად) და ენა2  (სოციალურად) სულ სხვადასხვა ცნებებია. სწორედ ამიტომაა, რომ ზოგიერთ ენაში ეს ორი ცნება სხვადასხვა ბგერითი მასალით გადმოიცემა. ენა (ანატომიურად) მოთავსებულია ადამიანისა და ხერხემლიანი ცხოველების პირის ღრუში და იგი გემოს გამგები ორგანოა. ბიოლოგიური ენის ძირითადი ფუნქციაა გემოს შეგრძნება. მაგრამ, გარდა ამისა, იგი  სამეტყველო ბგერების ერთ-ერთი აქტიური წარმომქნელი ორგანოცაა, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ბიოლოგიური ენა  ჩაითვალოს სამეტყველო ორგანოდ.

იმ ენებში, რომლებშიც ცნება-ტერმინი „ენა“ ერთი და იმავე ბგერითი მასალით გადმოიცემა, უნდა გამოიყოს ორი ან სამი ომონიმი. ორი ომონიმი შეიძლება გამოვყოთ ქართულ, თურქულ და სხვათა ენებში, ხოლო სამი ომონიმი შეიძლება გამოიყოს რუსულ და ზოგიერთ სლავურ ენაში. ყველა ენისათვის უნდა იყოს აუცილებელი ორი ომონიმის გამოყოფა:

ენა1  ანატომ. ადამიანისა და ხერხემლიანი ცხოველების პირის ღრუში მოთავსებული კუნთოვანი, გემოს შეგრძნების ორგანო ...

ენა2  1. დინამიკური მოწესრიგებული სისტემა ნიშნებისა, რომლებიც გამოიყენება ადამიანთა ურთიერთობის, გაგებინებისა და აზრის გამოხატვის საშუალებად; 2 და ა. შ. (ჩამოითვლება ენის პოლისემიური მნიშვნელობები) და ბოლოს - ფრაზეოლოგიური გამონათქვამები.

  პრეზენტაცია

უკან

პოპულარული სიახლეები

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა