21-ე საუკუნის ახალი გამოწვევები სწავლების მეთოდების მუდმივ განახლებას, ინტერაქტიულობას (განსაკუთრებით კი კომუნიკაციურ ინტერაქტიულობას), თემატურ შესაბამისობას და სწავლის შედეგების სრულყოფას ანიჭებს უპირატესობას. აქვე თავს იჩენს მასალის დამუშავების პროცესში შესარულებელი დავალებების ახალი მოდელები, ახალი ტერმინოლოგია, შეფასების ახალი კრიტერიუმები, რომლებსაც გვთავაზობს უცხოური ენების ერთიანი ევროპული ჩარჩო (CECR: https://www.coe.int/fr/web/common-european-framework-reference-languages). სემინარში განვიხილავთ დავალების ტიპებს (განმასხვავებელ ნიშნებს, შესაბამისი უნარების განვითარებას), ინტერკულტურულ სხვაობებს, თანამედროვე ტექნოლოგიების, კორპუსის შექმნისა და გამოყენების საშუალებებს, წარმოგიდგენთ პუატიეს უნივერსიტეტის სასწავლო პორტალს https://cfle86.wixsite.com/campus0618 და იმ სიახლეებს, რომლებსაც გავეცანით საფრანგეთის უნივერსიტეტის საზაფხულო კამპუსის სემინარებზე.
პრეზენტაციაუკან |