მიმართვის ფორმების თარგმანი თარგმანის თეორიის ერთერთ ყველაზე საინტერესო და ჯერ კიდევ ბოლომდე შეუსწავლელ საკითხს წარმოადგენს. მიმართვის ფორმების ათეულობით სახეობათა თარგმანის სპეციფიკა ორ კონკრეტულ ენასა და კულტურაში ენობრივ-კულტურულ-ეთნიკურ ნორმებს შორის მსგავსება-განსხვავებაზეა დამოკიდებული.
იმისათვის რომ ნებისმიერი საკომუნიკაციო სიტუაცია კულტურათაშორის ჭრილში წარმატებით განხორციელდეს, ორივე კომუნიკანტმა უნდა იცოდეს მეორე მხარის მიზანი და შესაბამისი ფორმების მისი ეთნიკური ჯგუფისთვის დამახასიათებელი გამოხატვის გზები.
ჩვენი მიზანია შევისწავლოთ რამდენიმე კონკრეტული ტიპის მიმართვის ფორმათა თავისებურებები ინგლისურ და ქარულ ენებში და მათი შეპირისპირებითი ანალიზის საფუძველზე გამოვავლინოთ ის მისაღები სტრატეგიული ვარიანტი, რომელიც კომუნიკაციას არ შეაფერებს და უხერხულობას არ შეუქმნის კომუნიკაციაში ჩართულ ორივე მხარეს.
პრეზენტაციაუკან |