სემინარები

ფილოსოფიური ეტიუდები /ბათუმი, 2015/ -- ფილოსოფიის დეპარტამენტის პროფესორი მიხეილ მახარაძე 9.07.2018 წელი 14:00

ნაშრომში შესულია რამდენიმე სტატია, რომელთაც ძირითადად ერთი საერთო მიზანი გააჩნიათ - თანამედროვე ქართული ფილოსოფიის მთავარი ტენდენციები. განსხვავებული შინაარსის მიუხედავად, ამ საერთო მიზნისკენ არის მიმართული თითქმის ყველა სტატია.

ამ მიზანს ემსახურება სტატიები: „ფილოსოფიის თანამედროვე პრობლემები“, „ფილოსოფიის არამარქსისტული დარგები საბჭოთა საქართველოში“ და „გაუცხოების პრობლემა ქართველ ფილოსოფოსთა შრომებში“. ამ სტატიებში ნაჩვენებია თუ რა საფრთხეს უქმნის ადამიანის სულიერებას ტექნიკის უკონტროლო განვითარება, რასაც თან სდევს ადამიანების გაუცხოება - როცა ადამიანის მოქმედება მისი ფუნდამენტური ტენდეციების წინააღმდეგაა მიმართული.

რაც შეეხება ფილოსოფიის არამარქსისტულ დარგებს საბჭოთა საქართველოში, აქ მსჯელობა შეეხება გასული საუკუნის 60-იან წლებში საქართველოში დაფუძნებულ - აქსიოლოგიას, კულტურის ფილოსოფიასა და ფილოსოფიურ ანთროლოგიას, რაც იმ დროს საბჭოურ პროპაგადისტულ ველში  დიდი გაბედულება და ერთგვარი გარღვევა  იყო.

ამავე მიზანს ემსახურება სპეციალური სტატია მაქს ფრიშის უმნიშვნელოვანეს რომანზე - Homo Faber. ამ კუთხით არის განხილული, აგრეთვე, თურქი მწერლის - ჰალდუნ თანერის შემოქმედების ერთი ასპექტი.

ნაშრომში ასევე  წარმოდგენილია ფილოსოფიის რაობის ავტორისეული ხედვა და ამ დარგის სხადასხვა პრობლემები დღევანდელ საქართველოში.


უკან

პოპულარული სიახლეები

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა