ყველა ქვეყნის ისტორიაში არის პერიოდები, რომელიც იქცევა ქვეყნის გზამკვლევად, გენერირებას უწევენ ხალხის შემოქმედებით აზროვნებას, მიმართავს მათ აზროვნებას სულიერი წინსვლისაკენ, პროგრესისაკენ. დღეს გლობალიზაციის პირობებში, ხალხში იზრდება ნაციონალური თვითშეგნება, ინტერესი საკუთარი ისტორიისადმი, განათლების ისტორიისადმი. ისტორიაში არაფერი იკარგება უკვალოდ. რჩება ამა თუ იმ ეპოქის წერილობითი თუ ზეპირსიტყვიერი დადასტურება, არტფაქტები, მონაცემები რომლებიც აისახება მეხსიერებაში და გადაეცემა თაობიდან თაობას. მთავარია არ დავკარგოთ, არ დავივიწყოთ არც ერთი ფაქტი წარსულიდან, შევისწავლოთ და გადავცეთ მომავალ თაობას. პედაგოგიკის ისტორიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ამოცანაა ხალხთა კულტურული მემკვიდრეობის, სკოლის განვითარების, პედაგოგიური აზროვნების ისტორიის შესწავლა. ისტორიული მეცნიერებების შესაბამისად, პედაგოგიკის ისტორიის ამოცანაა ერთ მთლიანობაში მოაქციოს კაცობრიობის გამოცდილება, გაანალიზოს, გაიაზროს და ჩააყენოს თანამედროვეობის სამსახურში. სამეცნიერო სემინარზე წარმოდგენილი იქნება საგრანტო პროექტ KEAC BSR ფარგლებში ჩვენი სამეცნიერო მივლინების შესწავლილი გორის სემინარიის როლი ამიერკავკასიის, განსაკუთრებით აზერბაიჯანელ მასწავლებელთა მომზადების საქმეში. გორის სემინარია გახდა სახალხო პედაგოგების მომზადების წყაროდ; ქართველი, რუსი, აზერბაიჯანელი ხალხის პედაგოგიური კავშირების ცენტრად. ის იყო ერთ-ერთი მოწინავე სასწავლებელი იმ პერიოდში ამიერკავკასიაში მოქმედ სასწავლებლებს შორის. სემინარიის მიზანს წარმოადგენდა ამიერკავკასიის სკოლებისათვის კვალიფიციურ მასწავლებელთა მომზადება და ამიტომაც მას «ამიერკავკასიის საოსტატო (სამასწავლებლო) სემინარია“ ეწოდებოდა.
პრეზენტაცია
უკან |