1550 წელს ოსმალებმა ორჯერ ილაშქრეს ქართულ ტერიტორიებზე. პირველ ლაშქრობას თვით არზრუმის ბეგლარბეგი მუსტაფა ფაშა (1549-1550 წწ.) ედგა სათავეში. ამ ლაშქრობით მათ ხელში ჩაიგდეს მამირვანი და ტაოსკარი ოთხი ციხით. მეორე ლაშქრობას ტრაპიზონის სანჯაყბეგი მუსტაფა ფაშა ხელმძღვანელობდა და იგი გონიოს ლაშქრობის სახელით არის ცნობილი. ამ ლაშქრობის დროს ოსმალებმა მაჭახელი დაიპყრეს, ხოლო 1551 წელს არტანუჯის დაპყრობის შემდეგ ლივანას დარჩენილი ქართველი თავადებიც იძულებულნი გახდნენ ეღიარებინათ ოსმალთა ხელისუფლება.
პრეზენტაციამიმაგრებული ფაილი
უკან |