სემინარები

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტის ფოლკლორის, დიალექტოლოგიისა და ემიგრანტული ლიტერატურის კვლევის განყოფილების მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი ელზა ფუტკარაძე მიმდინარე წლის 31 ოქტომბერს, 12 საათზე ჩაატარებს სემინარს თემაზე - „ნური ეფენდი თავდგირიძის პოეტური მემკვიდრეობა.“ სემინარი ჩატარდება ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტის ბიბლიოთეკაში.

სემინარზე წარმოდგენილი იქნება ნური ეფენდი თავდგირიძის  პოეტური მემკვიდრეობა. თემატური  მრავალფეროვნებით გამოირჩევა მისი  ლექსები.  ძირითადად, მუჰაჯირობით   გამოწვეული   ტკივილი,  სამშობლოს მონატრების გრძნობა,  ისტორიული  ადგილები და სახეებია გაცოცხლებული მის პოეზიაში. მისი ლექსები სულის მდგომარეობაა  სიტყვიერი სამოსით  გამოხატული. 

წარმოდგენილი თემა აქტუალურია.  ქართული საზოგადოებისათვის უცნობია მისი  ლექსები.  მისი რამდენიმე ლექსია  შესული   „უცხოეთში შექმნილი ქართული პოეზიის ანთოლოგიაში.“

  პრეზენტაცია

უკან

პოპულარული სიახლეები

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა