სემინარები

სამეცნიერო სემინარი თემაზე: "ლაზური მეტყველების კვლევის ისტორიიდან". ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტის, ფოლკლორის, დიალექტოლოგიის და ემიგრანტული ლიტერატურის კვლევის განყოფილების მეცნიერ თანამშრომელი ციალა ნარაკიძე. 7 ნოემბერი, 12:00საათი, ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტი.

ლაზური მეტყველების კვლევის ისტორიიდან

 

ზანური ენის ლაზური დიალექტის გავრცელების არეალი მეტად თავისებურია. იგი მოიცავს ტერიტორიას შავი ზღვისპირეთში სოფ. სარფიდან ქ. ტრაპიზონამდე. საინტერე5სოა ლაზ­თა იმ ნაწილის მეტყველება, რუსეთ-ოსმალეთის ომის დროს დასავლეთ ანატოლიაში რომ გადასახლდნენ. მათმა დიდმა ნაწილმა ლაზური დღესაც კარგად იცის და უფრო ტრადიციონა­ლის­ტები არიან ვიდრე ისტორიულ ლაზეთში მცხოვრები თანამოძმეები. ტრაპიზონსა და მის შორიახლო ტერიტორიაზე მცხოვრებმა ლაზებმა დიდი ხნის წინ განიცადეს ელინიზაცია. მათ არ იციან ლაზური, მაგრამ ახსოვთ თავიანთი ლაზური წარმოშობა.

თანამედროვე ლაზური მეტყველების არეალი მეგრულთან შედარებით მცირეა. ლაზები მოსახლეობენ  შავი ზღვის სანაპირო ზოლში სარფიდან ქემერამდის, მდინარე ჩხალის ხეობა მურღულისკენ წარმოდგენილია ასევე ლაზური მეტყველებით რვა სოფელი.

ლაზური მეტყველება მუდამ იქცევდა როგორც ქართველ და რუსი ინტელიგენციის, ასევე უცხოელთა ყურადღებას.

ლაზებისა და ლაზურის შესახებ საყურადღებო ცნობებს ვხვდებით ევლია ჩელების, გ. ყაზბეგის, უსლარის, ბარონ როზენის, კოხის, ჟ. დიუმეზილის, ჯ. პალგრევის, ოსმან-ბეისა და სხვათა შრომებში.

  პრეზენტაცია

უკან

პოპულარული სიახლეები

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა