სემინარები

სამეცნიერო სემინარი თემაზე: ემიგრანტები ქობულეთიდან (სტამბოლის ქართულ სავანეში დაცული საარქივო მასალების მიხედვით) ეთნოლოგიისა და სოციოლოგიური კვლევის განყოფილების უფროსი მეცნიერი თანამშრომელი ნაილა ჩელებაძე. 27 დეკემბერი, ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტის ბიბლიოთეკა.

ემიგრანტები ქობულეთიდან

(სტამბოლის ქართულ სავანეში დაცული საარქივო მასალების მიხედვით)

სტამბოლის ქართულ სავანეში დაცული ეპისტოლური და მემუარული მასალების საფუძველზე ჩანს, რომ უცხოეთში მყოფ ანტისაბჭოთა პოლიტიკურ ემიგრანტებს შორის რამდენიმე ქობულეთელიც ყოფილა. ესენია: ხუსეინ ხინიკაძე, ჰაიდარ ჯაფარიძე, ისკანდერ მეგრელიძე. ასევე ჩანს, რომ სხვათა გვარებიც: ვასაძე, კვესიეიშვილი და სხვა მათი ვინაობა დასადგენია.

ქობულეთელი ემიგრანტების ნაწილი უცხოეთში მეორე მსოფლიო ომის დროს მოხვდა. ისინი ტყვეობიდან ქართველმა ემიგრანტებმა გამოიხსნეს. მათი ერთი ნაწილი 20-30-იან წლებში საზღვარგარეთ დევნილთაგანი იყო, ნაწილი, სავარაუდოთ, სხვადასხვა მიზეზით აღმოჩნდა გერმანიაში, საფრანგეტში, თურქეთსა და სირიაში.

საკვლევ თემასთან დაკავშირებით არსებული საარქივო, სამუზეუმო და სამეცნიერო ლიტერატურის საფუძველზე გაირკვა რამდენიმე ემიგრანტის ცხოვრების ცალკეული დეტალი, დაზუსტდა მათი სამუდამო განსასვენებელი.


უკან

პოპულარული სიახლეები

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა