ფერეიდანი ჩვენი მოურჩენელი ტკივილია. ჩვენი სისხლისა და ხორცისანი ქართველები ოთხი მძიმე საუკუნის მანძილზე, მშობლიური მიწა-წყლიდან ძალით აყრილნი შორეულ ფერეიდანში აგებდნენ თავიანთ სამოსახლოს. სამშობლოდან რაც წაიღეს, ყველაზე ძვირფასი მშობლიური ქართული ენა იყო, რომელიც დღემდე აცოცხლეს. მოვიდა მე-15 თაობა, რომელთა რიგებში აღმოცენდა ქართული ფოლკლორი და პოეტური ნიჭით განათებული ნაწარმოებები. ფერეიდნელ პოეტთა ნიმუშები ემიგრანტული პოეზიის ანთოლოგიაში (2014 წ. ქუთაისი) გამოაქვეყნა პროფესორმა ავთანდილ ნიკოლეიშვილმა. ანთოლოგიაში წარმოდგენილია 12 ფერეიდნელი პოეტი, ესენი არიან ემამყულ ბათმანი (ნიკოლოზ ბათუაშვილი, ალექსანდრე დავითაშვილი, რეზო დავითაშვილი, ალიმარდინ იოსელიანი, მეჰდი ლაჩინაშვილი, საიდ მოყადასი(სეფიაშვილი) საიდ მულიანი (მოლაშვილი), მეჰდი სეფიანი, ლადო სეფიაშვილი, მოჰსენ ხუციშვილი, ჰასან ალი რასიმი. გაავანალიზე მათი ორმოცამდე ლექსი, მართალია ეს ლექსები არ გამოირჩევა მაღალმხატვრულობით, მაგრამ გამოსჭვივის ისტორიული სამშობლოს მონატრებისა და სიყვარულის იდეა. დარწმუნებული ვარ ქართული მხატვრული სიტყვა მომავალში ავა უფრო მაღალ საფეხურზე და თანამედროვე ქართული პოეზიის მძლავრი შენაკადი გახდება.
პრეზენტაციაუკან |