სემინარები

ფსიქოლოგის მუშაობის სპეციფიკა და მისი მნიშვნელობა სკოლამდელ დაწესებულებაში, ასოცირებული პროფესორი რუსუდან ბერიძე. 14 მაისი 12:00, აუდიტორია 503

სამწუხაროდ ბოლო ხანებში, არაერთხელ წავაწყდით იმ ფაქტს, რომ ახალგაზრდა სპეციალისტები იწყებენ მუშაობას სკოლამდელ დაწესებულებაში ფსიქოლოგად და წარმოდგენა არ აქვთ რა ევალებათ, რა შედის მათ ფუნქციებში. როგორ უნდა დაეხმარონ ბავშვებს საჭიროების შემთხვევაში, როგორ უნდა შექმნან ის   გარემო, რომელიც ჭირდებათ  ბავშვებთან, მასწავლებლებთან  ან მშობლებთან მუშაობისას და სხვა. 

ბავშვის ფსიქიკური განვითარება საკმაოდ რთული და მრავალმხრივი პროცესია. იგი გულისხმობს ბავშვის მთლიანი შემეცნებითი სფეროს, მათ შორის შეგრძნებების, მოძრაობების, მეტყველებისა და ემოციების განვითარებასა და დახვეწას.  ფსიქიკური განვითარება, როგორც ვიცით, განუყოფელია მისი ფიზიკური განვითარებისაგან. შესაბამისად,  ყოველი ასაკობრივი პერიოდი ხასიათდება ფსიქიკური პროცესების, ქცევის და ფიზიკური შესაძლებლობების თავისებურებებით. ზოგჯერ, გარკვეული მიზეზებიდან გამომდინარე, ხდება განვითარებაში ჩამორჩენა, რაც თავისი მხრივ,  შესაბამისი უნარების ჩამოყალიბების დაგვიანების მიზეზი ხდება. ბაღის ფსიქოლოგმა უნდა შეძლოს არსებული პრობლემების გამოყოფა, შესწავლა და სათანადო დახმარების გაწევა. ამისათვის არსებობს  სპეციალური ვარჯიშები, რომლითაც იგი დაეხმარება სკოლამდელი ასაკის ბავშვებს შემეცნებითი და სენსომოტორული სფეროს განვითარებაში. მან უნდა შეძლოს  ბავშვებთან  მსხვილი და ნატიფი მოტორიკის, თვალისა და ხელის კოორდინაციის განმავითარებელი სავარჯიშოების წარმართვა.    სკოლისათვის ფსიქოლოგიური მზაობის შემოწმება.  შფოთიან და მორცხვ, ასევე  აგრესიულ და ჰიპერაქტიურ  ბავშვებთან  მუშაობა.  ვერბალური და მხედველობითი მეხსიერებისა და ყურადღების განმავითარებელი სავარჯიშოების ჩატარება.  ფონოლოგიური ანალიზის უნარის განვითარება. ასევე, სკოლამდელთა  შიშების  დიაგნოსტიკისა  და  კორექციის  მეთოდების  გამოყენება.

  პრეზენტაცია

უკან

პოპულარული სიახლეები

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა