სემინარები

სემინარი - ნაზიბროლა ფაღავა

აჭარა მდებარეობს საქართველოს უკიდურეს სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში. მას ძირითადად უკავია საქართველოს შავივიზღვისპირეთის ყველაზე სამხრეთული სანაპირო. გეოგრაფიულად მოქცეულია შემდეგ კოორდინატებში: ჩ.გ. 41º54' და ა.გ.41º35' შორის. მ.კორძახია  მიუთითებს, რომ აჭარის ზღვისპირა რაიონის სუბტროპიკულო ჰავა ცენკერის ფორმულით 77% ზღვიურია, ხოლო 23% კონტინენტური.

სუბტროპიკული ზონა წარმოადგენს გარდამავალს ტროპიკული სარტყლიდან ზომიერი სარტყლისაკენ. ამ ზონაში  ზამთარი ზაფხულში გადადის თანდათანობით, სუბტროპიკულ სარტყელში გამოხატულია ორი სეზონი ზამთარი და ზაფხული და სუბტროპიკული სარტყლის განმსაზღვრელ ფაქტორად მიიჩნევს ჰაერის ტემპერატურას და ნალექების რაოდენობას ვეგეტაციის პერიოდში. ზამთრის სეზონი სხვადასხვაგვარად მიმდინარეობს აჭარის ზღვისპირა და და შიგამთიან რაიონებში.

აჭარის ზღვისპირა რაიონებში  კალენდარული ზამთარი მართალია დეკემბერში იწყება, მაგრამ ეს თვე აჭარის ზღვისპირა რაიონებში შემოდგომის ნიშნებს ინარჩუნებს, რაც შავი ზღვის გავლენით აიხსნება. ზამთარი აქ უმეტესად თბილია და ხანმოკლე. ჩ.გ. 41º54' განედზე ყველაზე თბილი ზამთარია, მაშინ როცა ვლადივოსტოკში -14°-მდეა,. სხვაობა 21,1°-ს შეადგენს. ამის მიზეზი ის არის, რომ ვლადივოსტოკში  ქრის კონტინენტური ცივი ქარები, ბათუმი კი დაცულია ჩრდილოეთის ცივი ქარებისაგან.

უცივესი თვე დასავლეთ საქართველოში იანვარია. ზამთარში ვაკის პირობებში ჰაერის ტემპერატურა ზღვისპირა რაიონში ორჯერ მეტია, ვიდრე მთისწინებზე. დასავლეთ საქართველოში ზამთარში ყველაზე თბილა გონიოსა და ბათუმის მიდამოებში, სადაც უცივესი თვის საშუალო ტემპერატურა 5º-ზე მეტია. შიგამთიან აჭარაში სიმაღლის მატებასთან ერთად ზღვის გავლენის შესუსტების გამო, როგორც ზამთრის თვეების ასევე საშუალო წლიური ტემპერატურა თანდათან კლებოლობს ქედაში (275 მ.ზ.დ.) 11,7º-ია, ხულოში (950 მ.ზ.დ.) 9,5º-ია, გოდერძის გადასასვლელზე(2025 მ.ზ.დ.) 2,2º.აჭარის პირობებში წლის განმავლობაში ყველაზე თბილი თვეა აგვისტო. ბათუმში აგვისტოს თვის საშუალო ტემპერატურა 22,6º-ია. დასავლეთ საქართველოში მინიმალური ტემპერატურები ყველაზე დაბალია ბათუმში და იგი -9º-ს შეადგენს.  აბსოლუტური მაქსიმალური ტემპერატურა სიმაღლის მატებასთან ერთად დიდად არ მცირდება. ტემპერატურის წლიური ამპლიტუდა ბათუმში 32º-ია, ქედაში 27º, ხულოში 21º.

აჭარის პირობებში წაყინვებს უმეტესად ადგილი აქვს გაზაფხულზე აპრილსა და ზოგჯერ მაისის თვის დასაწყისში, ქობულეთის რაიონში ოჩხამურის, ლეღვას და სხვა დაბლობების ჩაის პლანტაციებში. მაღლობებზე წაყინვებს ადგილი არ აქვს. შიგამთიან აჭარაში წაყინვებს ადგილი აქვს შემოდგომის დასაწყისში. საერთოდ აჭარის პირობებში წაყინვები ყოველ წელს არ შეინიშნება. უყინვო პერიოდი სიმაღლის მატებასთან ერთად მცირდება. უყინვო დღეთა რაოდენობა ყველაზე ნაკლებია ზღვის სანაპირო მხარეში. ამიერკავკასიის ჰიდრომეტეოროლოგიის კვლევითი სამეცნიერო ინსტიტუტის მონაცემებით ქედაში (250 მ.ზ.დ.) 257 დღეა, ხოლო ხულოში ( 923 მ.ზ.დ.) 207 დღეს შეადგენს.

აჭარაში ყველაზე მკაცრი (ცივი) ზამთარი მე-20 საუკუნეში რამდენჯერმე განმეორდა (ყინვიანი და უხვთოვლიანი) 1910-11 წწ., 1928-29 წწ, .1949-50 წწ., 1963-64 წწ, 1968-69 წწ., 1971-72 წწ., 1982-83 წწ., 1984-85 წწ. მათ შესწავლას უაღრესად დიდი მეცნიერული და პრაქტიკული მნიშვნელობა აქვს სოფლის მეურნეობის დარგებისათვის.


უკან

პოპულარული სიახლეები

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა