ავსტრიული გერმანული ეფუძნება გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ახალ ზემო გერმანულის სტანდარტს, რომელსაც ავსტრიაში იყენებენ მედიასა და სხვა ფორმალურ სიტუაციაში. უფრო დაბალი დონის ფორმალობის გამოსახატავად, ავსტრიელები ირჩევენ სამეტყველო ვარიანტებს, რომლებიც ბავარიულ და ალემანურ დიალექტების მსგავსი ან იდენტურია.
ჩვენი მიზანია განვიხილოთ ის ლექსიკური და გრამატიკული თავისებურებები, რომლებიც ავსტრიულ გერმანულს, გერმანული ფედერაციული რესპუბლიკის გერმანულიდან ზოგიერთი ნიუანსით მიჯნავს და ხაზი გაუსვათ იმ რეალობას, რომ მიუხედავად გარკვეული ხასიათის თავისებურებებისა, ავსტრიული გერმანული ეფუძნება ფედერაციული გერმანულის სტანდარტს- ახალ-ზემო გერმანულს, წარმოადგენს გერმანული ენის ერთ-ერთ ვარიანტს და გასაგებია ყველა გერმანულენოვანი ქვეყნებისათვის.
საკვანძო სიტყვები: ავსტრიული გერმანული, ფედერაციული გერმანულის სტანდარტი, ენის ვარიანტი
უკან |