სემინარები

ფემინიზმის სოციოკულტურული ასპექტები ევროპულ და ქართულ ლიტერატურაში, მარინა სიორიძე, 21 მაისი 14:00 საათი, №41 აუდიტორია

ფემინიზმი არის მსოფლმხედველობა, რომლის მიხედვითაც ქალებს უნდა ჰქონდეთ ეკონომიკური, სოციალური, სამოქალაქო, პოლიტიკური და კულტურული უფლებები. ამ მიზნის მისაღწევად ქალებს ხანგრძლივი, წინააღმდეგობრივი და საინტერესო გზის გავლა მოუხდათ. ერთი მხრივ, ისინი იაზრებდნენ საკუთარ ადგილს საზოგადოებაში, სახელმწიფოში და მეორე მხრივ,  იბრძოდნენ  ჩაგვრის განმაპირობებელი კულტურული ნორმების შესაცვლელად.

საუკუნეებით გამყარებულ რწმენა-წარმოდგენებში ქალის ადგილი და  რეალიზაციის ასპარეზი ზღვარდადებული, დეტერმინირებული იყო  რეპროდუქციული ფუნქციით, შვილების აღზრდით და ოჯახურ-ნათესაური ურთიერთობებით.

ჩვენი საკვლევი თემისთვის ორი მთავარი ბიძგი არსებობდა: ერთი, XX საუკუნის 90-იან წლებში დაწყებული დისკუსიები ქალთა საკითხზე, რომელთა უმრავლესობას წარმართავდა უშორესი წარსულის აჩრდილები: ყველა იხსენებდა წმინდა ნინოს, თამარ მეფეს და აფორიზმს „ლეკვი ლომისა სწორია...“.

ამიტომ, დავინტერესდით, გვეპასუხა კითხვებზე: რატომ გვახსოვს აქტუალურად წარსული, რომელიც უკვე სოციუმზე გავლენას ვეღარ ახდენს? და სად იყვნენ ქალები ჩვენს ახლო წარსულში?

მეორე, რამაც ჩვენი ინტერესი წარმართა, იყო სიმონ დე ბოვუარის 1949 წელს გამოქვეყნებული ნაშრომი „მეორე სქესი“, რომელიც ამომწურავად სცემს პასუხს კითხვაზე „რას ნიშნავს იყო ქალი?“. წიგნში გამოყენებულია ფსიქოლოგიური, ფილოსოფიური, ანთროპოლოგიური, ისტორიული, ლიტერატურული და ცხოვრებისეული მასალის მთელი სპექტრი იმის დასამტკიცებლად, რომ ქალის თავისუფლებისათვის ძირითად წინააღმდეგობას წარმოადგენს არა ბიოლოგია ან პოლიტიკური და იურიდიული შეზღუდვები და არც მისი ეკონომიკური მდგომარეობა, არამედ უფრო საზოგადოებაში „ქალურობის“ წარმოების პროცესი. სწორედ ბოვუარს ეკუთვინს ცნობილი ფრაზა „ქალად კი არ იბადებიან, ქალები ხდებიან“. 


უკან

პოპულარული სიახლეები

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა