სემინარები

სამეცნიერო სასემინარო თემა - ჰეკატეს ბაღის მცენარეები აჭარის ფლორაში. საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და მტკიცებითი მედიცინის დეპარტამენტის ასისტენტ პროფესორი ეთერ ჯაყელი.

საქართველოში სამკურნალო მცენარეების გამოყენებას უძველესი ისტორია აქვს. პირველი სამკურნალო მცენარეების ბაღი, რომელიც ცნობილია ჰეკატეს ბაღის სახელწოდებით, მდებარეობდა კოლხეთში. მედიცინა უძველეს წარსულში სწორედ აქ ჩაისახა. ამიტომაა, რომ გერმანელი ექიმი, ბოტანიკოსი და მედიცინის ისტორიის მკვლევარი კურტ  შპრენგელი თავის ხუთ ტომეულში მსოფლიოს მედიცინის ისტორიას  ძველი კოლხეთის მედიცინით იწყებს. ტერმინი „მედიცინა“ კოლხი ასულის,  განთქმული მკურნალის - მედეას სახელს უკავშირდება. რომელსაც სამკურნალო მცენარეების ბაღი ჰქონდა გაშენებული ჩვენს წელთაღრიცხვამდე XIII-XII ს-ში. ავტორის აღწერით იქ 41 სამკურნალო და შხამიანი მცენარე ხარობდა. დღეისათვის ამ მცენარეთა ნომენკლატურა გვარების დონემდეა დადგენილი, ზოგჯერ კი სახეობებიცაა მითითებული.

აჭარა კოლხეთის ნაწილია, მას სამხრეთ კოლხეთს უწოდებენ.  ბუნებრივია იგი გამოირჩევა სამკურნალო მცენარეთა დიდი მრავალფეროვნებით, რაც განპირობებულია მისი გეოგრაფიული მდებარეობით, რელიეფითა და კლიმატით.

ჰეკატეს ბაღის 41 მცენარიდან აჭარის ფლორაში გავრცელებულია 25 დასახელების სამკურნალო მცენარე, რომლებიც გაერთიანებულია 18 ოჯახსა და 25 გვარში: Laurus; Anemona; Aconitum; Salvia; Mentha; Teucrium; Origanum; Cyclamen; Hedera; Lepidium; Crocus; Taxus; Smilax; Matricaria; Anthemis; Glaucium; Malva; Pastınaca; Valeriana; Colchicum; Solanum; Atropa; Cornus; Adianthum; Cyperus. ისინი მიეკუთვნება ფარულთესლოვან მცენარეებს;  ერთი სახეობა - ვენერას თმა, წარმოადგენს გვიმრანაირებს; განხილულია აღნიშნული მცენარეების გამოყენების ასპექტები ხალხურ მედიცინაში.

  პრეზენტაცია

უკან

პოპულარული სიახლეები

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა