ნავთობის ამოღების, ტრანსპორტირების და შენახვის დროს დიდი რაოდენობით გროვდება ნავთობური ნარჩენები, ე.წ. ნავთობშლამები. მათი შემადგენლობა საკმაოდ მრავალფეროვანია და შეიცავენ ისეთ ორგანულ ნივთიერებებს, რომლებსაც გააჩნიათ კოროზიის საწინააღმდეგო თვისებები. გარდა ამისა ნავთობშლამები მკვეთრად აუარესებენ გარემოს ეკოლოგიურ მდგომარეობას. აქედან გამომდინარე ნავთობშლამების გამოკვლევა ანტიკოროზიულ საღებავების წარმოებაში მათი გამოყენების მიზნით ერთის მხრივ, საშუალებას მოგვცემს გავაფართოვოთ ლაქ-საღებავების წარმოების ბაზა და მეორე მხრივ, მნიშვნელოვნად გავაუმჯობესოთ გარემოს ეკოლოგიური მდგომარეობა.
ამ მიზნით შესწავლილი იქნა ბათუმის ნავთობტერმინალზე დამჭერ მოწყობილობაში არსებული რეზერვუარული ნავთობშლამის ორგანული ექსტრაქტი. დადგენილი იქნა მისი ინჰიბიტორული თვისებები როგორც დაჩქარებული ანტიკოროზიული გამოცდებით, ასევე წყლოვანი ნაჟურის შემცველი ლაქ-საღებოვანი დანაფარების ატმოსფერული გამოცდით ბუნებრივ პირობებში. მიღებული შედეგები ადასტურებენ ნავთობშლამის ორგანული ექსტრაქტის ინიჰიბიტორულ თვისებებს და მისი გამოყენების შესაძლებლობას ანტიკოროზიული დანიშნულების სარებავებში.
პრეზენტაციაუკან |