სემინარები

სემინარის თემა: „უჯრედული და ქსოვილური დიფერენციაციის კანონზომიერებანი ონტოგენეზში“ საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტი ,ბიოლოგიის დეპარტამენტის პროფესორი ქეთევან დოლიძე. 24.05.2019 წ. 12:00 სთ 302 აუდიტორია

დიფერენციაცია არის ცოცხალი ორგანიზმის ინდივიდუალური განვითარების პროცესში ერთგვაროვანი უჯრედებისაგან განსხვავებული უჯრედების, ქსოვილებისა და ორგანოების წარმოქმნის პროცესი. 
  • როგორ და როდის აღარაა ეს ახალწარმოქმნილი უჯრედები დედისეულისა და დისეულის მსგავსი? 
  • როგორ წარმოიქმნება სპეციალიზებული უჯრედული სტრუქტურები, რომლებიც განსაკუთრებულ, სპეციალურ ფუნქციას ასრულებენ? 
  • როგორ რეგულირდება უჯრედთა ეს გარდაქმნა ორგანიზმის მიერ? 
უჯრედული დიფერენციაციის პრობლემის არსი სწორედ, აღნიშნულ კითხვებში მდგომარეობს. ამ კითხვებს პასუხი გაეცემა სემინარზე. კერძოდ, განხილული იქნება ციტოპლაზმისა და ბირთვის როლი დიფერენცირების პროცესში; კვერცხუჯრედული დიფერენციაციის საკითხი; კვერცხუჯრედული ინდუქციი ანუ დედისეული ეფექტის როლი დიფერენციაციის პროცესში; გენთა ფუნქციონირების შექცევადობა ამ დროს და გენთა დერეპრესია-რეპრესიის კანონზომიერებანი; განხილული იქნება უჯრედული და ქსოვილური ინდუქციის როლი დიფერენცირების პროცესში.
  პრეზენტაცია

უკან

პოპულარული სიახლეები

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა