სემინარები

„Rustaveli-DAAD“- ის სასტიპენდიო პროგრამის 2019 წლის საგრანტო კონკურსის გამარჯვებული

შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურის ერთობლივი „Rustaveli-DAAD“- ის სასტიპენდიო პროგრამის 2019 წლის საგრანტო კონკურსის ფარგლებში გაიმარჯვა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტის ეთნოლოგიისა და სოციოლოგიური კვლევის განყოფილების უფროსმა მეცნიერ თანამშრომელმა ისტორიის დოქტორმა რუსლან ბარამიძემ, კვლევეითი პროექტით “იდენტობა, ადგილი და ძალაუფლება: ურბანული კონფლიქტის იდეოლოგიური განზომილება”.

სასტიპენდიო პროგრამის ფარგლებში ის 2019 წლის ივნის-ნოემბრის თვეებში კვლევას განახორციელებს მარბურგის ფილიპს უნივერსიტეტში (გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა).


უკან

პოპულარული სიახლეები

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა