სემინარები

„სპინ-ტრიპლეტური მდგომარეობის ანიზოტროპული ევოლუცია ცვლადი ველისა და კრისტალური მესერის გავლენით არანულოვან მუდმივ ველში“, მომხსენებელი, პროფ. ენვერ ხალვაში. სემინარი ჩატარდება ტექნოლოგიური ფაკულტეტის # 410 აუდიტორიაში, 2019 წლის 14 ივნისს, 17:00 საათზე.

მიღებულია მოძრაობის განტოლებები დამაგნიტების კომპონენტებისათვის ელექტრონული პარამაგნიტური რეზონანსის (ეპრ) ნაზი სტრუქტურის (ნს) სპინ-ტრიპლეტური მდგომარეობის (სტმ) ცალკეული გადასვლებისათვის გარე მუდმივი და ცვლადი ველების პირობებში. ნაჩვენებია, რომ ნს-ის სამიდან ერთერთი გადასვლის აღგზნების შემდეგ წარმოიქმნება ელიფსური პრეცესია მუდმივი მაგნიტური ველის მართობულ სიბრტყეში. მიღებულია აგრეთვე სპინური სისტემის (სს) დინამიკური ამთვისებლობის და ერთფონონური სპინ-მესერული რელაქსაციის (სმრ) სიჩქარის გამოსახულებები.

  პრეზენტაცია

უკან

პოპულარული სიახლეები

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა