სემინარები

სამეცნიერო სემინარის თემა: "ფაზური ეკრანის გავლით დეტექტორზე მიღებული სცინტილაციის ინდექსის შეფასება" მომხსენებელი -პროფესორი ნუგზარ ღომიძე. ასოცირებული პროფესორი იზოლდა ჯაბნიძე. სემინარი ჩატარდება # 208 აუდიტორიაში, 2019 წლის 17 ივნისს, 14:00 საათზე.

სემინარი ეძღვნება სიგნალის დეტექტირების პრობლემის ერთ-ერთ საკითხს, კერძოდ შემთხვევითი ფაზური ეკრანის გავლით დეტექტირებული სიგნალის ანალიზს სტატისტიკური მომენტების რიცხვითი კორელაციის საფუძველზე. განხილულია გაუსური სხივის მათემატიკური მოდელები რიტოვის, ენდრიუსის და სხვათა შრომების საფუძველზე. მიღებულია გაუსური სხივის სტატისტიკური მახასიათებლები მისი ნებისმიერი სისქის ფაზური ეკრანის გავლით გავრცელებისას. შედეგები შედარებულია თხელი ფაზური ეკრანის მოდული შემთხვევაში მიღებულ შედეგებთან. უკანასკნელი შედეგები არის ლაკონური, მაგრამ მათ აქვთ შეზღუდვები, ხოლო წარმოდგენილი შედეგები განზოგადოებულია სცინტილაციის ინდექსის შემთხვევაში. შედეგები მნიშვნელოვანია ლაზერულ კავშირგაბმულობასა და გარემოს დიაგნოსტიკის და მონიტორინგის თვალსაზრისით

  პრეზენტაცია

უკან

პოპულარული სიახლეები

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა