გულის იშემიური დაავადება სიკვდილიანობის ერთ-ერთ ხშირ მიზეზს წარმოადგენს. პირველად ჯანდაცვაში ადრეულ ეტაპზე დაავადების სწორი შეფასება, დიაგნოსტირება განსაზღვრავს დაავადების გამოსავალს.
სტენოკარდია ვლინდება ტკივილებით მკერდის ძვლის უკან, ირადიაციით მარცხენა მხარში, ქვედა ყბაში, ეპიგასტრიუმში, ზოგჯერ ჰაერის უკმარისობით ან რითმის მოშლით.
შესაძლებელია არსებობდეს დაავადების ასიმპტომური ფორმებიც.
ტკივილის დახასიათება მოიცავს ხუთ კომპონენტს:
ხასიათი
ლოკალიზაცია
ტკივილის ხანგრძლივობა
ფაქტორები, რომლებიც იწვევენ ტკივილის პროვოცირებას
ფაქტორები, რომლებიც იწვევენ ტკივილის შემსუბუქებას
დაავადების გამომწვევი ძირითადი მიზეზებია:
მოწევა და ალკოჰოლი
სიმსუქნე და არასწორი კვება
შაქრიანი დიაბეტი და არტერიული ჰიპერტენზია
სტრესი, ძლიერი ფიზიკური ან ემოციური დატვირთვა
დაავადების დიაგნოსტირებისათვის ტარდება ლაბორატორიული და ინსტრუმენტული კვლევები:
მოსვენების მდგომარეობაში ეკგ და ექოკარდიოგრაფია
დატვირთვის სტრეს-ტესტი
კორონაროგრაფია
ბიოქიმიური გამოკვლევები: ლიპიდური სპექტრი, გლუკოზის კონტროლი სისხლში, აზოტოვანი ცვლის მაჩვენებლები.
მკურნალობის მიზანი
დაავადების პროგნოზის გაუმჯობესება, მიოკარდიუმის ინფარქტისა და სიკვდილის პრევენციის გზით.
დაავადების სიმპტომების შემცირება ან გაქრობა
მკურნალობის ძირითადი ეტაპები:
ასპირინი და ანტიანგინალური თერაპია
ბეტა ბლოკერი, სტატინი
ქოლესტერინით ღარიბი დიეტა, ქოლესტერინის დონის დამაქვეითებელი პრეპარატები.
არტერიული წნევის კონტროლი
გლუკოზის კონცენტრაციის კონტროლი სისხლში, სიგარეტის მოწევის შეწყვეტა
განათლება და ვარჯიში.
პაციენტი ინფორმირებული უნდა იყოს სუბლინგუალური ნიტროგლიცერინის გამოყენების ჩვენებაზე, მოქმედებაზე, გვერდით მოვლენებზე.
პრეზენტაციაუკან |