თანამედროვე ფრანგული ლიტერატურის კლასიკოსი, მწერალი–ფილოსოფოსი მიშელ ტურნიე, დღეს ბრწყინვალე მეზღაპრისა და „მითთა მთხზველის“ სახელით არის ცნობილი. მისი მხატვრული სამყარო ფილოსოფიურ და მითოლოგიურ ხასიათს ატარებს, რაც მისი, როგორც მწერლის მთავარი დამახასიათებელი ნიშანია და გამოარჩევს სხვებისგან. იგი ძველისაგან ახალს ქმნის და თანამედროვე სამყაროს პრობლემებს ამგვარად ეხმიანება. მწერლის დანიშნულებას მ.ტურნიე ხედავს „დაკარგული ჭეშმარიტების შემეცნებასა და ქადაგებაში“, ამიტომაც მისი ნაწარმოებები – უპირველესად ეს არის ფილოსოფიის და თეოლოგიის გაკვეთილები, მსჯელობა ყოფის მეტაფიზიკურ პრობლემებზე. მაინც რაში მდგომარეობს მწერლის შემოქმედების თავისებურება, ან რა მხატვრულ მეთოდებს მიმართავს იგი, როდესაც ამა თუ იმ ცნობილ სიუჟეტს მისეული ინტერპრეტირებით და ჰიპოთეზით სრულიად ახალ სთავაზობს მკითხველს, რომელიც ორიგინალური და დამაჯერებელია? რა ადგილს იკავებს მიშელ ტურნიე თანამედროვე მსოფლიო ლიტერატურაში და რა ტენდენციების მატარებელია დღეს ფრანგული ლიტერატურა? სწორედ ამ პრიორიტეტულ საკითხებს ასახავს წარმოდგენილი სემინარის თემა, რომლის მიზანია წარმოდგენა შევუქმნათ მიშელ ტურნიეს შემოქმედებისადმი დაინტერესებულ ქართველ მკითხველს მწერლის მთავარ მიმართულებებსა და ძირითად მხატვრულ მეთოდებზე.
საკვანძო სიტყვები: ფრანგული ლიტერატურა; პოსტმოდერნიზმი; მიშელ ტურნიე; მითი; ფილოსოფია; თეოლოგია; იგავი; რომანი-პაროდია;
უკან |