იმპერატივი ადამიანთა თანამდევი მოვლენაა. ადამიანი იმპერატიულია როგორც სხვებთან, ისე საკუთარ თავთანაც მიმართებაში. საზოგადოებისთვის მარადი ძალაუფლების საკითხი წყდება მხოლოდ იმპერატიულად. იმპერატივი იმდენი წლისაა, რამდენიც არსებობს საზოგადოება და მეტიც, ბიბლიის თანახმად იმპერატივი წინ უსწრებს ადამინსა და სამყაროს . სხვა საკითხია იმპერატივის მეცნიერული გააზრება. იმპერაივის პრობლემა მეცნიერებაში შექმნა ორი ადამიანის, არისტოტელესა და ი. კანტის, ინტელექტუალურმა იმპერატივებმა, მათაგნ არც ერთს არ აინტერესებდა იმპერატივი. არისტოტელე იკვლევდა აზროვნების ფორმებს, ი.კანტი-ზნეობას, შედეგად გრამატიკამ მიიღო მითი იმპერატივის შესახებ.
არსებობს გასაოცარი დისპროპორცია იმპერატივის ადამინთა ცხოვრებაში როლსა და მის ლინგვისტურ აღწერას შორის. კითხვაზე, რა იქნებოდა კაცობრიობას რომ არ სცოდნოდა იმპერატივი, სოციოლოგები და ფილოსოფოსები ერთხმად პასუხობენ : იმპერატივის გარეშე არ იქნებოდა კაცობრიობა, რადგან იმპერატივის გარეშე შეუძლებელია სოციალური ცხოვრების რაიმე ფორმა. ყოველი სოციალური ინსტიტუცია იერარქიულია აგებულებით, ხოლო იერარქიას ქმნის იმპერატივი. ტაბუს, მცნების, წეს-ჩვეულების, კანონის, ნორმის სახით იმპერატივი იცავს ადამიანებს სოციალური ქაოსისა და პიროვნული დაცემისაგან.
ი. კანტის სიტყვები: „ყველა ადამიანი მიისწრაფვის ბედნიერებისკენ“ (И.Кант, соч. в 6т., т.4,ч.1,Мысль, М.,1965,с. 415), ხოლო „ბედნიერება არის ადამიანის ისეთი მდგომარეობა სამყაროში, როდესაც ყველაფერი წარიმართება მისი ნებისა და სურვილის თანახმად“ (იქვე с. 457) კარგად ასაბუთებენ იმპერატივის საჭიროებას ადამინთა პრაქტიკული ცხოვრებისათვის. ადამიანი იმპერატიულია იმიტომ, რომ მიისწრაფვის ბედნიერებისკენ. ამიტომაც განსაზღვრა იმპერატივმა კაცობრიობის პოლიტიკური ისტორია. მხოლოდ 170 მშვიდობიანი წელი კაცობრიობის ფიქსირებული ისტორიის 3500 წლიდან გვაძლევს საფუძველს დავასკვნათ: იმპერატივი აირჩიეს ადამიანებმა გზად ბედნიერებისკენ და ამით მისცეს საბაბი ფრ. ნიცშეს ადამიანური ბუნების მთავარ თვისებად დაესახელებინა სწრაფვა ძალაუფლებისკენ (Фр.Ницше, Сборник, Ми., Поппури,1998,с. 484). ზალაუფლება კი ვერ აღსრულდება იმპერატივის გარეშე.
უკან |