სემინარები

საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტის პროფესორის ზურაბ ჩომახაშვილის სამეცნიერო სემინარი თემაზე: „ოპერაციული ქირურგიის კლინიკური ანატომია“. სემინარი ჩატარდება 14 ივნისს 15:00 საათზე სასწავლო ცენტრში.

ლექციის  სათაური უკვე საკმაოდ უცნაურად ჟღერს და მსმენელში უცნაურ განცდას იწვევს, იმიტომ, რომ თითქოს და ერთმანეთს უკავშირდება ერთმანეთთან შეუთავსებელი საკითხები ოპერაციული ქირურგია და კლინიკური ანატომია, მაგრამ თუ გავიხსენებთ, რომ ტოპოგრაფიულ ანატომიას ზოგიერთ სახელმძღვანელოში კლინიკური ანატომიის სახელით მოიხსენიებენ დასმულ საკითხში უკვე დაიწყებთ შედარებით უფრო გარკვევას.

დავიწყოთ იქიდან, რომ კვანძებისა და ნაკერების დადებისას უკვე თვალნათლივ ჩანს კლინიკური ანატომიის გავლენა, კერძოდ: კვანძების სახეობათა მრავალფეროვნება უკვე მიუთითებს მათ მნიშვნელობაზე - მათი არასრულფასოვნების დროს შესაძლებელია  ოპერაციის შემდგომ პერიოდში სისხლდენის განვითარება, რაც განაპირობებს აღნიშნული მიზნით საუკეთესო კვანძის ძიებას.

ნაკერების სახეობათა მრავალფეროვნება კი მიუთითებს იმაზე, რომ მათი ძირითადი ფუნქციის, ერთმანეთს დაუკავშირდეს მისი კიდეების ერთნაირი ქსოვილები, განხორციელების პროცესში განახორციელოს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფუნქცია - შეაჩეროს სისხლდენა კანიდან. აღნიშნულის საუკეთესო მაგალითს წარმოადგენს მულტანოვსკის ნაკერი.

კანის და მის ქვეშ მდებარე ქსოვილების გაკვეთის შემდეგ მივადგებით პერიტონეუმს, რომელსაც ვკვეთავთ წინასწარ სინათლეზე თვალით დათვალიერების შემდეგ რადგანაც არ დაზიანდეს მიხორცებული ნაწლავი ან ბადექონი. პერიტონეუმის კედელში მცირე ღრუს შექმნის შემდეგ შეგვაქვს თითი პერიტონეუმის ღრუში და მისი გამოყენებით კიდევ ერთხელ. იმავე მიზნით, „ვათვალიერებთ“ მის ღრუს და მხოლოდ ასეთი მანიპულაციების შემდგომ ვხსნით ფართოდ ამ უკანასკნელს.

თავისი კლინიკური თავისებურებებით გამოირჩევა ისეთი ოპერაციები როგორებიცაა: აპენდექტომია, თიაქარკვეთა, კუჭის რეზექცია, ულცერორაფია და ასე შემდეგ.

როგორც ვხედავთ თითქმის ყველა ქირურგიულ ჩარევას აქვს კლინიკური თავისებურებები, რომელთა დაცვა დიდ პრობლემებთან არ არის დაკავშირებული, მაგრამ არ დაცვა იწვევს ისეთ პოსტოპერაციულ შეცდომებს, რომელზეც ხშირად დამოკიდებულია პაციენტის სიცოცხლე, ამიტომ ინფორმაციული თანხმობის მიღება ავადმყოფისაგან ამა თუ იმ ოპერაციული მანიპულაციის განხორციელებაზე გულისხმობს არა მხოლოდ ავადმყოფის მზაობას ოპერაციის წარმოებაზე, არამედ ექიმის მიერ ოპერაციის ჩატარებაზე  სრული მზაობის გამოხატულებასაც.

  პრეზენტაცია

უკან

პოპულარული სიახლეები

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა