მეცნიერული კომუნიკაციის ახალი ფორმების ევოლუციამ და ვებტექნო-ლოგიების განვითარებამ უპრეცედენტო შესაძლებლობები შეუქმნა მეცნიერებს, რათა გლობალური კავშირების მეშვეობით სწრაფად და ეფექტურად გამოიყენონ ელექტრონულ საცავებში დაცული დიგიტალური რესურსები, რომელთა რა-ოდენობაც დღითიდღე იზრდება. რესურსების ღიაობამ OR (Open-Ressource) და რესურსების გაცვლამ RE (Ressource Exchange) დიგიტალური არქივების ინფრასტრუქტურა განავითარა; „მსოფლიო ბიბლიოთეკის“ შექმნამ საერთაშორისო სამეცნიერო კომუნიკაციის ახალი გზების შემუშავების პრეცენდენტი შექმნა.
ბათუმის შოთა რუსთაველის უნივერსიტეტისა და ფრანკფურტის გოეთეს სახელობის უნივერსიტეტის ერთობლივი სამეცნიერო პროექტი „ლინგვოკულტურო-ლოგიური დიგიტალური არქივი“(LinCuDiGi №DI 2016-4), რომელიც შოთა რუსთაველის სახელობის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ხელშეწყობით ხორციელ-დება, ემსახურება მულტიდისციპლინური კვლევების ხელშეწყობას.
ლინგვოკულტუროლოგიური დიგიტალური არქივის მიზანია ზეპირმეტყვე-ლების დოკუმენტირება აჭარის რეგიონში, მისი დიგიტალიზება და არქივირება ინტერდისციპლინური კვლევების განსახორციელებლად.
აღნიშნული რეგიონი გამორჩეულია არა მხოლოდ საქართველოში, არამედ კავკასიის მასშტაბითაც. ამას განაპირობებს ის ფაქტი, რომ აჭარა საუკუნეების განმავლობაში პოლიტიკური გარიგებების ობიექტად იყო ქცეული და ხელიდან ხელში გადადიოდა, რაც შესაბამისად აისახა კიდეც ამ რეგიონზე, აჭარა მულტილინგვურობითაც ხასიათდება.
მოპოვებული მასალის ზოგადლინგვისტური ანალიზის მიმართულებებია:
} აჭარული კილოს ლინგვისტური პორტრეტის სრულყოფა: გრამატიკული თავისებურებების კვლევა, არსებული მონაცემების შევსება;
} სალექსიკონო მასალების მოძიება: სპეციფიკური ლექსიკის აღნუსხვა; დარგობრივი ლექსიკის და ფრაზეოლოგიური ფონდის გამდიდრება;
} ბილინგვიზმის და მულტილინგვიზმის კვლევა-სამეტყველო კოდების შერევა და გადართვა;
} ტექსტის ლინგვისტიკის და სტილისტიკის კუთხით ზეპირმეტყველების სტრატეგიების კვლევა.
ენათა კონტაქტები გამოხატულია ფონეტიკური, მორფოლოგიური და სინტაქსური ინტერფერენციით. ზოგჯერ ერთსა და იმავე წინადადებაში დასტურდება სხვადასხვა ენის გავლენა.
ბილინგვიზმის და მულიტილინგვიზმის პირობებში სხვადასხვა ენის კოდების მონაცვლეობის კვლევის მიზნებია: გამოვლენა, დასაარქივებელ მასალაში რომელი კოდები მონაცვლეობს; გადართვა გაცნობიერებულია თუ გაუცნობიერებელი, კონტროლირებული თუ უკონტროლო; რა არის მოვლენის გამომწვევი ცოცხალ მეტყველებაში; როგორია მოვლენის მექანიზმი; რომელი ენის კოდები ჭარბობს; კოდების გადართვა თუ უშლის გაგებინებას; რა როლს ასრულებს მსმენელი ამ პროცესში? როგორია კონკრეტული ინფორმატორის ინდივიდუალური თავისებუ-რებანი.
იკვეთება მთავარი ტენდენციები: გაცნობიერებული გადართვის ფუნქციებია ზუსტი განმარტება, კოლორიტის შექმნა, ექსპრესიულობა; კოდის გადართვის დაგვიანებით გაცნობიერებისას მეტყველი უბრუნდება თავდაპირველ კოდს; გადა-სართავი ელემენტებია ვერბალური საშუალებები და ზოგჯერ - პაუზა; კოდების გადართვა ვლინდება ღრმა განცდებზე საუბრისას; ხშირია კოდების მორფო-სინტაქსური და პრაგმატიკულ-სინტაქსური გადართვა.
პროექტის დასრულების შემდეგ მასში განთავსებული რესურსები ხელმი-საწვდომი იქნება ნებისმიერი მომხმარებლისთვის და ხელს შეუწყობს ქართული სამეცნიერო რესურსების ჩართვას საერთაშორისო მიმოქცევაში.
დიგიტალიზაციის უპირატესობებია:
ა) მასალა სწრაფად მოპოვებადი და ხელმისაწვდომია;
ბ) რესურსებზე დართული მეტამონაცემები და თანამედროვე საძიებო სისტემები მონაცემთა მულტიდისციპლინური გამოყენების საშუალებას იძლევა;
გ) ბეჭდური მასალისაგან განსხვავებით დიგიტალური რესურსები მრავალ-ჯერადი და მრავალფუნქციური გამოყენებისაა.
პრეზენტაციაუკან |