სემინარები

ანტაზ ქიქავა, მთიანი აჭარის წითელი ფერის ნიადაგების ფორმირების არეალში ქანების; მორფოლოგიური ნიშნები.

ცნობილია, რომ ქანებისა და მინერალების ტრანსფორმაცია-ტრანსლოკაციის შედეგად წარმოქმნილი ნაშალი მასა ნიადაგის ძირითადი შემადგენელი ნაწილია. მათი გენეზისი და პეტრო-ქიმიური შემცველობა არსებითად განსაზღვრავს ამა, თუ იმ ტაქსონის ნიადაგის ფორმირებას.

ჩვენს მიერ ჩატარებული საველე და ლაბორატორიული გამოკვლევების შედეგად გამოვლინდა, რომ შიგამთიან აჭარაში ნიადაგწარმომქმნელი ქანები მაგმური ინტრუზიული ძლიერი დანაპრალების მქონე ანდეზიტებისა და ანდეზიტო-ბაზალტების ელუვიებია, რომელთა გამოფიტვის მექანიზმები და მიმართულებები  ურთიერთ განსხვავებულია. იგი მექანიკური, ფიზიკური, ქიმიური, ბიოქიმიური მექანიზმებით, მათი კომბინაციებით მიმდინარეობს და სხვადასხვა (სიალიტური, სიალიტურ-ალიტური, ალიტური) მიმართულებით ვითარდება. ამ პროცესების ინტენსიურობა, აჭარისწყლის სამხრეთ ფერდობებზე მკვეთრად  მატულობს. რის შედეგად კერობრივად ირღვევა ნიადაგების გეოგრაფიული გავრცელების ვერტიკალური ზონალობის კანონი და აქ  არსებული Cambisols Chromic და Acrisols Halpic ნიადაგები გავრცელების ხასიათის მიხედვით ქმნიან სერიებს.

ამავე დროს შიგამთიანი აჭარის ცენტრალურ და აღმოსავლეთ ნაწილში, შავშეთის, არსიანის და აჭარა-გურიის მთების სამხრეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ ფერდობებზე  გამოკვეთილია ქანების, ალიტურ-სიალიტური და ფერალიტიზაცია-რუბეფიკაციის მიმართულებით, ღრმა ქიმიური ტრანსფორმაციის პროცესები. რის შედეგადაც ნიადაგწარმომქმნელი ქანების სილიციუმიანი კრისტალური მესერი დაშლილია და შეძენილი აქვთ ფაშარი (ფომფლო-შრეობრივი აგებულება). გამოფიტვის ასეთი თავისებურება ლოკალიზებულია იქ, სადაც ქანების ძლიერ დანაპრალებასთან ერთად, ტერიტორია წყალშემკრებია. ქანებსა და მინერალებში აღწერილი მიმდინარე  გეოლოგიური პროცესები ხელს უწყობს ნიადაგის ახალი ტაქსონის (წითელ ყომრალი) ფორმირებას.


უკან

პოპულარული სიახლეები

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა