სემინარები

რამაზ ხალვაში, დავით და ტირიჭანის ჰიმნოგრაფიული ციკლი, სემინარი გაიმართება 28 ივნისს 15:00 საათზე 37-ე აუდიტორიაში

ტაოში ადრეული პერიოდის ქრისტიანული ეკლესიის ცხოვრებაზე მოგვითხრობს საკითხავ-საგალობელთა ციკლი, რომელიც ორ ძმას – დავითს და ტირიჭანს ეძღვნება.

„ათონის მრავალთავში“ Ath. 8 (ცაგ. № 57, X ს.) შეტანილი ჰაგიოგრაფიული ტექსტის „წმიდათა ყრმათა ორთა ძმათა დავითისი და ტირიჭანისი, საკითხავის“ (302v-307r) გარდა, დავითსა და ტირიჭანს ეძღვნება ჰიმნოგრაფიული ციკლი, რომელიც სხვადასხვა შედგენილობითაა წარმოდგენილი Jer. Geo. 42, H-1710, Ven. 2 და Sin. Geo. O. 92 ხელნაწერებში.

საგალობლის ნუსხათა სტრუქტურაზე დაკვირვება ცხადყოფს, რომ „აქებდითსასთან“ მიმართებაში ჰიმნოგრაფიულმა ციკლმა სამი რედაქცია განიცადა:

1) პრეათონურ რედაქციაში (Jer. Geo. 42) „აქებდითსას“ დასდებლები (1. ვითარცა იფქლი... 2. აღყუავილნეს საზღვარნი... 3. შემოკრებულთა ქებად...) საგალობელს ბოლოში აქვს დართული.

2) მეორე რედაქციაში (H-1710) გიორგი მთაწმიდელმა „აქებდითსა“ – „სხუანი დ გუერდის“ სახელწოდებით – „წარდგომის“ წინ გადაიტანა და საგალობელს დაამატა 5 ახალი ტროპარი. ამასთან ერთად, გიორგი მთაწმიდელი რედაქციულ წაკითხვებს გვთავაზობს მთელი ჰიმნოგრაფიული ციკლის მანძილზე.

3) მესამე რედაქცია (Ven. 2) გიორგი მთაწმიდელის ტექსტს ემყარება, ერთი განსხვავებით: მის მიერ შეთხზული „სხუანის“ სამი დასდებელი (1. ჵ სასწაული საკჳრველთაჲ... 2. ჵ სასწაული საკჳრველთაჲ... 3. ვითარცა ივლიტა შეწირა...), „აქებდითსას“ სახელწოდებით, ჰიმნოგრაფიული კანონის ბოლოშია გადატანილი. რაც შეეხება წაკითხვებს, ეს რედაქცია, ძირითადად, მისდევს გიორგი მთაწმინდელის ტექსტს.

„აქებდითსას“ არ შეიცავს და გიორგი მთაწმიდელის ტექსტს ემყარება, მეოთხე Sin. Geo. O. 92 ნუსხა, რომელიც მოკლე დამოუკიდებელ რედაქციას წარმოადგენს, რადგან შეიცავს მხოლოდ „მჴნეონსა“ (3 დასდებელი) და „წარდგომას“ (1 დასდებელი).

  პრეზენტაცია

უკან

პოპულარული სიახლეები

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა