სემინარები

საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორის მარინა ნაგერვაძის სამეცნიერო სემინარი: "პრენატალური დიაგნოსტიკა და სკრინინგი" გაიმართება 21 ივნისს 16:00 საათზე. 328 ან 303 აუდიტორია

მედიცინის ნებისმიერ დარგში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სწორი დიაგნოსტიკა და ადექვატური მკურნალობა, რაც აუცილებლად უნდა მოიცავდეს ავადმყოფისათვის და მისი ოჯახის წევრებისათვის დაავადების ბუნების და მისი შედეგების ახსნას.თუ კი არსებობს ეჭვი დაავადების მემკვიდრულ ხასიათზე დამატებით ჩნდება სხვა პრობლემაც: საჭიროა თუ არა ოჯახის წევრების ინფორმირება მათი დაავადების რისკის და მდგომარეობის კორექციის საშუალებებზე. თუ გენეტიკური დაავადების უნიკალური თვისება არის მისი განმეორების ტენდენცია ოჯახში, გენეტიკური კონსულტაციის ასევე უნიკალური ასპექტია ყურადღების კონცენტრირება არა მარტო ავადმყოფზე, არამედ მისი ოჯახის არსებულ და მომავალ წევრებზე. აღნიშნული მიმართულებით საკმაოდ ეფექტურად გამოიყენება პრენატალური ანუ დაბადებამდელი დიაგნოსტიკა. სემინარზე გაშუქდება შემდეგი საკითხები: გენეტიკური კონსულტაციები და მისი ტიპები; პრენატალური დიაგნოსტიკა; პრენატალური დიაგნოსტიკის ინვაზიური და არაინვაზიური ტესტირება; ციტოგენეტიკური კვლევის თავისებურებანი. სემინარზე საუბარი იქნება აღნიშნული მიმართულებით არსებულ მიღწევებზე, პერსპექტივებსა და გამოწვევებზე.

  პრეზენტაცია

უკან

პოპულარული სიახლეები

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა