ნაშრომში წარმოდგენილია ახალი მეთოდი, რომელიც სხვადასხვა ტექსტის კლასიფიკაციისა და მათი ანალიზის საშუალებას გვაძლევს. წარმოდგენილი მეთოდი დამყარებულია საკვლევ ტექსტში გამოყენებული სიმბოლოთა წყვილების სიხშირის ანალიზიდან მიღებული შედეგების საფუძველზე, გამოსახულებების გენერირებით და მათი ნეირონული ქსელების მეშვეობით დამუშავებით.
ყოველდღიურად ჩვენ შეხება გვაქვს უამრავი სახის ტექსტურ ინფორმაციასთან. ხშირ შემთხვევაში, ინფორმაციის მიზანმიმართულად გამოყენება მის დამუშავებას მოითხოვს. თუმცა ინფორმაციის დიდი რაოდენობა და მოცულობა ადამიანისთვის გარკვეული სახის პრობლემებს იწვევს, ამიტომ კომპიუტერული რესურსების გამოყენება ამ მიზნით ხშირად ხდება. პრობლემა კი მდგომარეობს იმაში, რომ კომპიუტერისთვის, ადამიანისთვის ცნობადი ენა გაუგებარია. მსგავსი პრობლემების გადაჭრის მიზნით, ბოლო წლებში სულ უფრო და უფრო ვითარდება მანქანური დასწავლის პარადიგმის ერთ-ერთი გამოვლენა-NLP.
პრეზენტაციაუკან |