სემინარები

ქიმიის დეპარტამენტის პროფესორის ირინა ბეჟანიძის სამეცნიერო სემინარი: კოსმეტიკური საშუალებების დისპერსიული სისტემების შემადგენლობის შესწავლა და ფიზიკურ-ქიმიური თვისებების დადგენა ბსუ -ს ტექნოლოგიური ფაკულტეტი, აუდიტორია 204

საქართველოში, მოსახლეობის უმეტესი ნაწილი ტრადიციული საპნის ნაცვლად იყენებს საშხაპე გელებს. არსებობს უამრავი სახეობის, მაგრამ დაბალი ხარისხის საშხაპე გელები, რომლებიც მავნედ მოქმედენ ადამიანის ორგანიზმზე, ამიტომ პრაქტიკულ და სამეცნიერო ინტერესს წარმოადგენდა საშხაპე გელების შედგენილობის განსაზღვრა და მათი ხარისხის დადგენა. სადიპლომო ნაშრომში განხილულია სხვადასხვა ქვეყანაში წარმოებული 9 სახის  საშხაპე გელები: “Senses” дивная сказка დამატენიანებელი (რუსეთი), “Senses” кир рояль   ვიტამინების კომპლექსით (რუსეთი), “ Botanica“ კანის ელასტიურობა და დრეკადობა (რუსეთი),  „Farmaci”  ზღვის თერაპია (თერქეთი), “ DR. Jacobs Naturals “  კრემ - გელი (საფრანგეთი) , “ Black Suede Night” ტანის და სხეულის (რუსეთი), „ Ziaja“ კრემ-გელი (პოლონეთი), „Jonson`s & Jonson`s“ აღმდგენი (აშშ),“Betres” გაწმენდა, კვება და დატენიანება (ესპანეთი). საშხაპე გელებში ისაზღვრებოდა ზედაპირულად აქტიური ნივთიერებების, ქლორიდების, მძიმე ლითონების და ნაცრის რაოდენობა, ტიტრული მჟავიანობა, pH, ქაფიანობა და ქაფმდგრადობა, ხსნარის კონცენტრაციაზე, ტემპერატურაზე და ქვეყანა- მწარმოებლის დამოკიდებულებით. დადგენილია : ყველა საშხაპე გელის გარემო ნეიტრალურია და pH შეესაბამება დადგენილ ნორმებს, გამონაკლისს წარმოადგენს ფრანგული წარმოშობის “Dr. Jacobs Naturals” (pH=10,3), რომელსაც აქვს ტუტე გარემო; ქლორიდების ყველაზე მაღალი შემცველობით გამოირჩვენა “Dr. Jacobs Naturals “(3.85%)” ;  მხოლოდ  “Botanica’’, “Farmasi “ და  “Betres” - ში  Na ლაურილსულფატის შემცველობა შეესაბამება, დანარჩენ გელებში კი - ის ბევრად აღემატება ნორმას;  Na ლაურილსულფატის, ნაცრის და NaCl რაოდენობა ყველაზე მეტია “Dr.Jacobs.Natural”; ქაფიანობა და ქაფმდგრადობა დამოკიდებულია ხსნარის კონცენტრაციასა და ტემპერატურაზე : ქაპიანობა კონცენტრაციის გაზრდით და ტემპერატურის შემცირებთ - მცირდება, ქაფმდგრადობა პირიქით იზრდება ტემპერატურის შემცირებით და კონცენტრაციის გაზრდით; 200C -ზე ყველა გელს აქვს მაქსიმალური ქაფიანობა 1,25% ხსნარებში;   ყველაზე მაღალი ხარისხის ქაფს წარმოქმნიან დუშგელები 20˚C -ზე და კონცენტრირებულ - 10% ხსნარში. დადგენილია: ნაკლებ ქაფს წარმოქმნის ის დუშგელები, რომლებშიც დიდი რაოდენობით შეიცავენ კალციუმს.

  პრეზენტაცია

უკან

პოპულარული სიახლეები

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა