სემინარები

სიცრუე და ჭეშმარიტება ჩერნობილის შესახებ, პროფესორი დავით ბარათაშვილი; 24.06.2019 - 15:00 აუდიტორია 303

სემინარის თემატიკა მოიცავს ჩერნობილის კატასტროფის ახალ ვერსიებს და მასთან დაკავშირებულ პრობლემატიკას. ასევე, ყურადღება გამახვილებულია მიმდინარე წელს ჩერნობილის კატასტროფასთან დაკავშირებით გადაღებულ ამერიკულ სერიალში განხილულ ფაქტებს. აღნიშნულია, რომ მრავალი დეტალი დამახინჯებულია და არ შეესაბამება სინამდვილეს, თუმცა რეალურად გამოსხივების დოზებთან  მიმართებაში მდგომარეობა გაცილებით რთულია, ვიდრე ეს აღნიშნულია ფილმში. სემინარში გარკვეული ნაწილი ეთმობა ჩერნობილში საქართველოდან წარგზავნილ ლიკვიდატორებს, რომლებიც ხელისუფლების წაქეზებით და არარეალური დაპირებებით წახალისებული იყვნენ ჩერნობილის სალიკვიდაციო სამუშაოებში მონაწილეობის მისაღებად.

ოფიციალური სახელისუფლებო ინფორმაციით მთლიანად ჩერნობილის სალიკვიდაციო სამუშაოებში მონაწილეობდა 284 000 ადამიანი. ახალი დადასტურებული ინფორმაციით კი მათი რაოდენობა მილიონზე მეტი იყო, რომელთა უმრავლესობა დღეს ცოცხალი აღარ არის.


უკან

პოპულარული სიახლეები

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა