სემინარები

სემინარი თემაზე: "ევგენიკა-მეცნიერება თუ პოლიტიკური დოქტრინა?" ასისტ. პროფესორი ჟანა ჭითანავა. ჩატარების დრო: 28.06.2019. 12 სათი. აუდიტორია 303

ევგენიკა (ბერძნულად eugenes-კარგი გვარისა) როგორც ფსევდომეცნიერება მოიცავს ადამიანთა მოდგმის, ხელოვნური გადარჩევის მეთოდებით გაუმჯობესების იდეას.

ევგენიკის დამაარსებლად ითვლება ანთროპოლოგი და ფსიქოლოგი ფ. გალტონი, რომლის მოსაზრებების მიხედვით, ადამიანების მემკვიდრული ბუნების გასაუმჯობესებლად  საჭირო იყო ნიჭიერი ადამიანების გამრავლებისთვის ხელის შეწყობა-პოზიტიური ევგენიკა, ხოლო დევიაციური ქცევის პირთა რეპროდუქციის შეზღუდვა-ნეგატიური ევგენიკა.

ევგენიკური იდეების განვითარებამ ევროპაში, ამერიკაში და საბჭოთა  კავშირში გამოიწვია ადამიანების მიმართ ძალადობრივი, არაეთიკური და აარაჰუმანური პროცესები . მეცნიერება  გადაიქცა პოლიტიკურ დოქტრინად და საფუძვლად დაედო  ადამიანთა  იძულებითი სტერილიზაციისა და დისკრიმინაციის  მოვლენებს.

  პრეზენტაცია

უკან

პოპულარული სიახლეები

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა