სემინარები

ბიოლოგიის დეპარტამენტის ასოცირებული პროფ. ნინო ლომთათიძე წარმოადგენს სემინარს თემაზე: ხელოვნური განაყოფიერების მორალურ-ეთიკური და სამართლებრივი ასპექტები, 2019 წლის 26 ივნისს 16 სთ 325-ე აუდიტორია

წარმოდგენილ სემინარში განხილულია ხელოვნური განაყოფიერების ბიოეთიკური და სოციოლოგიური პრობლემები აჭარის რეგიონში. სოციოლოგიური გამოკითხვა სპეციალურად შედგენილი ტესტ-კითხვარით ჩაუტარდა სტუდენტ-ახალგაზრდობას, რათა დაგვედგინა მათი დამოკიდებულება აღნიშნული პრობლემისადმი. გარდა ამისა, განხილულია რეპროდუქციული ტექნოლოგიების მორალურ-ეთიკური  და სამართლებრივი საკითხები, სხვადასხვა რეგილიური კონფესიის მიმდევართა (მართლმადიდებელი, პროტესტანტი, ისლამი) შეხედულებები ხელოვნური განაყოფიერებისადმი. გაანალიზებულია ინ ვიტრო განაყოფირებისა და რეპროდუქციული  ჯანმრთელობის კლინიკა  „ინ ვიტრო“-ს და „ატლას მედიკალ“-ის სტატისტიკური მონაცემები. 

        ხელოვნური განაყოფიერება საკმაოდ არაერთმნიშვნელოვანი პროცესია, რომელიც ძალიან ბევრ კომპრომისებს მოითხოვს, როგორც მომავალი მშობლებისგან, ასევე მედიკოსებისგან, მაგრამ შედეგიც შესაძლოა საფრთხის მომტანი იყოს როგორც ნაყოფის, ისე დედის ორგანიზმისთვის. გამოსავალს წარმოადგენს:  სამედიცინო განათლების შეტანა  რაიმე ფორმით  საერთო საზოგადოებრივ დაწესებულებებში, ინფორმირებულობის გაზრდა ქალთა კონსულტაციებში, თერაპიული სამუშაო კონსულტაციები  არ იყოს შემოფარგლული მხოლოდ ანალიზების აღებით, დაიწყოს საქართველოში პროფილაქტიკური მიმართულების სერიოზული განვითარება და ეკოლოგიური მეთოდების ფართო დანერგვა ყველა მიმართულებით. ადამიანებმა ბოლოსდაბოლოს უნდა ისწავლონ, რომ ჯანსაღი ცხოვრების სტილი არის ის, რაც ჯანმრთელობის ყველა პრობლემას მოხსნის.


უკან

პოპულარული სიახლეები

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა