სემინარები

იურიდიული და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის საზოგადოებრივ და პოლიტიკურ მეცნიერებათა დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორის ირაკლი გორგილაძის სამეცნიერო სემინარი თემაზე "ომის გრამატიკა საერთაშორისო ურთიერთობების თეორიაში, სემინარი ჩატარდა: 21.06.2019 დრო: 12:00 სთ

რომაული სიბრძნე  –  თუ გინდა  მშვიდობა, ემზადე ომისათვის (Si  vis pacem,   para bellum), ერთდროულად მოიცავს ურთიერთსაწინააღმდეგო სხვა და სხვა მოსაზრებებს და ერთი შეხედვით პარადოქსულად ჟღერს, მაგრამ, ყოფიერების კანონზომიერებიდან  გამომდინარე, მაინც შეიცავს გარკვეულ ლოგიკას – დემოკრატიული, მშვიდობიანი სახელმწიფოს სათანადო სამხედრო მზადყოფნა და მაღალი თავდაცვისუნარიანობა, დიდი საერთაშორისო ავტორიტეტი, პოტენციურ აგრესორს თავდასხმას გადააფიქრებინებს, უკარგავს შეიარაღებული აგრესიისა და სამხედრო ინტერვენციის განხორციელების სურვილს და  შედეგად, მოსალოდნელი ომის საფრთხე იკლებს. ეს კი  ომის  პრევენციისა  და მშვიდობის შენარჩუნების ერთერთი საშუალებაა.

მსოფლიო ცივილიზაციათა  ურთიერთობების  გლობალური  ტრანსფორმაციის  პროცესში,  დაიხვეწა და შედარებით კონტროლირებადი გახდა როგორც ომის – შეიარაღებული აგრესიისა და თავდაცვის, ასევე მშვიდობის დამყარების სტრატეგიული ფორმები და მეთოდები. ამ პროცესში  უფრო  მოქნილი და ეფექტური გახდა ომის  პრევენციის, მისი მართვისა და მშვიდობის აღდგენა განმტკიცების   პოლიტიკა   და   სტრატეგიული   კურსი.

ცნობილი სამხედრო მოაზროვნის, კლაუზევიცის განსაზღვრებით „ომი არის საზოგადოებრივ-პოლიტიკური მოვლენა, პოლიტიკის გაგრძელება ძალადობრივი მეთოდებით“.

სემინარზე ძირითადად განიხილება დაპყრობითი  და  თავდაცვითი  ხასიათის  ომები. დაპყრობითი ომების მწარმოებელი სახელმწიფოები რომლებიც იწოდებიან აგრესორებად, ომის სუბიექტებად, და თავდაცვითი ომების  მწარმოებელი   სახელმწიფოები – აგრესიის, ომის  ობიექტები.

  პრეზენტაცია

უკან

პოპულარული სიახლეები

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა