სემინარები

“წრფივი პროგრამირების ამოცანის ეკონომიკური ანალიზი გრაფიკული მეთოდის გამოყენებით (ერთ კონკრეტულ მაგალითზე) ასოცირებული პროფესორი ციცინო სარაჯიშვილი - 28 ივნისი, 11 საათი, 51-ე აუდიტორია

როგორც ცნობილია, სტუდენტთა და საზოგადოდ, ახალგაზრდების დამოკიდებულება ყოველი ახალი საგნისადმი პრაგმატულ ხასიათს ატარებს. თუკი წლების წინათ სტუდენტს შეეძლო ესწავლა საგანი, რაც გათვალისწინებული იყო პროგრამით და არ დაესვა შეკითხვა, რაში გამოვიყენებ, ან გასჩენოდა ეს კითხვა, მაგრამ პასუხი არ მოეთხოვა მასზე, დღეს უკვე იგი სვამს შეკითხვას, რაში გამოიყენებს, სად სჩანს მისი პრაქტიკული ღირებულება. ამდენად, ბუნებრივია, იმგვარად უნდა შეირჩეს მასალა, რომ სტუდენტი პრაქტიკული ამოცანიდან გამომდინარე, მივიდეს ზოგად დასკვნამდე,  თუ რა საჭიროა ის საგანი, რასაც სთავაზობენ. ამ თვალსაზრისით, საგანი რომ უფრო საინტერესო იყოს, ვიღებ ამოცანას, რომელიც შეესაბამება სიტუაციას, რომლის მსგავსიც მრავლადაა ყოველდღიურ ცხოვრებაში. სემინარზე წარმოდგენილია პრაქტიკული გამოცდილებიდან აღებული ერთი კონკრეტული სფერო.

სემინარზე გამოტანილია მასალა, რომელშიც განხილულია:

  • ზოგადად მათემატიკური მოდელის არსი, მათემატიკური მოდელის აგების თავისებურებები და მისი გამოყენების სფეროები
  • ყურადღებაა გამახვილებული ამონახსნის ანალიზზე, ამოცანაში შემავალი პარამეტრების ცვლილებისას
  • მოტანილია კონკრეტული ორცვლადიანი ამოცანა და მისი ოპტიმალური ამონახსნის  პარამეტრული ანალიზი
  • განხილულია, თუ როგორ მოქმედებს ოპტიმალურ ამონახსნზე საწყისი მონაცემების   ყველა შესაძლო ცვლილება.
  პრეზენტაცია

უკან

პოპულარული სიახლეები

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა