სემინარები

მარინე გურგენიძე, ზუსტ მეცნიერებათა და განათლების ფაკულტეტის, პედაგოგიურ მეცნიერებათა დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი. სემინარი ჩატარდება 28 ივნისს 58-ე აუდიტორიაში, თემა: შშმ და სსსმ სტუდენტების წარმატებული და ღირსეული ინკლუზიის გზები და საშუალებები უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში

ინკლუზიური განათლება თანდათან ინერგება სკოლამდელი, ზოგადი და პროფესიული განათლების საფეხურებზე. მართალია, ხარისხიანი განათლების მიღება და შესაძლებლობების ფარგლებში შშმ/სსსმ პირთა განვითარება ჯერ კიდევ პრობლემად რჩება განათლების დასახელებულ საფეხურებზე, თუმცა გარკვეული სახის წარმატებები ფიქსირდება და არის მზაობა იმისა, რომ გაიზიარონ წარმატებული ქვეყნების გამოცდილება და მიაღწიონ უკეთეს შედეგებს.

რაც შეეხება უმაღლეს განათლებას, კვლევებით, ცალკეული უნივერსიტეტებს აქვთ გამოცდილება შშმ/სსსმ მოსწავლეთა სწავლებისა, თუმცა ამ პრაქტიკას ინსტიტუციური ხასიათი არ აქვს. ხარისხიანი ინკლუზიური განათლების დაგეგმვა და განხორციელება უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ქართული საგანმანათლებლო პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა. ქართული საგანმანათლებლო სისტემის ევროპულ სტანდარტებთან მიახლოვება და განათლების ხელმისაწვდომობის, თანასწორუფლებიანობის, საგანმანათლებლო სივრცეში შშმ/სსსმ პირთა წარმატებული ჩართულობისა და ინტეგრაციის უზრუნველყოფა  მეტად მნიშვნელოვნად გვესახება.

მიუხედავად იმისა, რომ  უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ბევრი რამ შეიცვალა და განხორციელდა ინკლუზიური განათლების დანერგვა/განხორციელების მიზნით, მაინც არსებობს გარკვეული ხარვეზები, რომლებიც საჭიროებს დროულად მოგვარებას. საერთაშორისო გამოცდილებაზე დაყრდნობით აუცილებელია ინკლუზიური განათლების მიწოდების ეფექტიან გზების შემუშავება და დანერგვა.

  პრეზენტაცია

უკან

პოპულარული სიახლეები

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა