სემინარები

სამეცნიერო სემინარის თემა: "კიბერსივრცე და კიბერუსაფრთხოების გამოწვევები - კიბერმდგრადობა", ზუსტ მეცნიერებათა და განათლების ფაკულტეტი კომპიუტერულ მეცნიერებათა დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი მიხეილ დონაძე, 28 ივნისი, 12:00 საათი, I კორპუსი, 51-ე აუდიტორია

საინფორმაციო სივრცეში უსაფრთხოების უზრუნველყოფის სირთულეებს საზღვრები არ გააჩნია. ყველა ქვეყანა და შესაბამისი სამსახურები ცდილობს ეს საკითხი გადაჭრას დამოუ­კიდებლად, რის გამოც საჭირო ზომები და ღონისძიებები ხშირ შემთხვევაში არ არის საკმარისი. არსებობს უამრავი სირთულე როგორც კიბერუსაფრთხოების სირთულეების ჩვენეულ გაგებაში, ისე სახელმწიფო პოლიტიკაში და ტექნიკურ შესაძლებლობებში, რომლებიც აუცილებელია მოცემული საკითხების გადასაჭრელად.

ახალი ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად იზრდება საფრთხეები, რომლებიც დიდ ზიანს აყენებს კიბერსივრცეს და მის მომხმარებელს. კრიტიკული ინფორმაციისა და ინფორმაციული ინფრასტრუქტურის დაცვა დღეს ერთერთ აქტუალურ პრობლემად გვესახება. სახელმწიფო თუ კერძო ორგანიზაციები მაქსიმალურად ცდილობენ, რომ თავიდან იქნას აცილებული ინფორმაციის მოპარვა ან/და გადაცემა, საინფორმაციო სისტემის დაზიანება ან/და საერთოდ განად­გურება. რეალურ საფრთხეს წარმოადგენს კიბერ­შეტევები, რომლებიც მიმართულია ისეთი სასიცოცხლო მნიშვნელობის მქონე ინფრასტრუქტურის განადგურებისკენ, როგორებიცაა სატელეკომუნიკაციო ქსელების, ენერგოგენერირებისა და ნავთობგადამამუშავებელი სიმძლავრეების სისტემები, ასევე ელექტრომომარაგების, საფინანსო, ჯანდაცვისა და სატრანსპორტო სისტემები.

სემინარში განხილულია კიბერსაფრთხეები და მათი სახეობები, რომლებიც ემუქრება კიბერსივრცეს და ზოგადად ინფორმაციული ინფრასტრუქტურის სისტემების მთლიანობას. ასევე ნაჩვენებია წარმოშობის ის წყაროები, საიდანაც მომდინარეობს მოცემული კიბერსაფრთხეები. მეორე ნაწილში განხილულია კიბერმდგრადობის დონეები და სისტემური მოთხოვნები, რომლთა გათვალისწინებით თავიდან ავიცილებთ კიბერსაფრთხეებს, დავიცავთ კიბერსივრცეს და ინფორმაციული ინფრასტრუქტურის სისტემებს კიბერდამნაშავეთა ხელყოფისგან.

  პრეზენტაცია

უკან

პოპულარული სიახლეები

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა