სემინარები

ასოცირებული პროფესორი იბრაიმ დიდმანიძე. სემინარი თემაზე: "ლოკალური ალგორითმი და მისი პარალელური რეალიზაცია" 27.06.2019, 10:00

ლოკალური ალგორითმი ეს ისეთი ალგორითმია, რომელშიც ყოველ ნაბიჯზე გამოთვლის შედეგი განისაზღვრება ინფორმაციით, რომელიც მიღებულია მოცემული ელემენტის მხოლოდ უშუალო ლოკალური გარემოდან, ე.ი. ერთ ალგორითმში, ცალკეულ ადგილებში ხდება ერთდროულად გამოთვლები სხვა ადგილებში მიღებული შედეგების დამოუკიდებლად.

ლოკალურ ალგორითმებში გრაფის ყველა წვეროს შეუძლია ისარგებლოს ინფორმაციით, რომელიც მიღებულია მხოლოდ მისი მოსაზღვრე წვეროებისაგან.

ლოკალური ალგორითმების შესწავლა პირველად დაიწყო ჩვენი საკუნის 60-იან წლებში ი.ი. ჟურავლიოვის მიერ.

პარალელური გამოთვლა ეს ისეთი გამოთვლაა, როდესაც ინფორმაციის დამუშავება ხდება სისტემის სხვადასხვა ადგილას და ერთი სახის ინფორმაციის დამუშავება ხელს არ უშლის მეორე სახის ინფორმაციის დამუშავებას სისტემის სხვა ნაწილში.

ყველანაირი ალგორითმი არ ექვემდებარება პარალელურ გამოთვლებს. სწორედ პარალელურ გამოთვლებს ექვემდებარება ლოკალური ალგორითმი.

ე.ი. თუ გვინდა რაიმე ამოცანის პარალელური რეალიზება, საჭიროა ჯერ შევიმუშაოთ მისი ლოკალური ალგორითმი.


უკან

პოპულარული სიახლეები

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა