სემინარები

ასოცირებული პროფესორი ასმათ არძენაძე . სემინარი თემაზე :" უცხო ენის სწავლება კულტურათშორის ასპექტში" 28.06. 2019 12.00 სთ. 22-ე აუდიტორია

თანამედროვე პირობებში უცხო ენის სწავლების პრობლება არ კარგავს აქტუალურობას. მეცნიერება უცხო ენის სწავლების მეთოდიკის შესახებ კვლავ ეფექტური, რაციონალური  და მარტივი ხერხების ძიებაშია. გლობალიზაციის პირობებში კი მას კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ასპექტი - სტუდენტის ლინგვოკულტურული კომპეტენციის ჩამოყალიბება ემატება.  დროის ფეხდაფეხ  უფრო და უფრო მეტი კვლევა ტარდება კულტურათშორის სწავლებაში, ყურადღება ექცევა  ლინგვოკულტურული კომპეტენციის ჩამოყალიბებას ახალგაზრდებში.  ამ შემთხვევაში ჩნდება აუცილებლობა განვიხილოთ ენის ფენომენი სიტუაციაში.  ჩვენ ამას შევეცდებით მივაღწიოთ მხატვრული ტექსტების თარგმნის მაგალითებზე. სწავლობს რა ახალგაზრდა  უცხო ენას,  ის ეუფლება არა მხოლოდ ენას,  ეცნობა უცხო კულტურასაც.  უცხო კულტურა ტერ-მინასოვას  მიხედვით „კულტურათა გადაკვეთაა“,  „კულტურათა დიალოგია“, ყოველი გაკვეთილი კი,  შესაბამისად, კულტურათშორისი კომუნიკაციაა.


უკან

პოპულარული სიახლეები

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა